ფრანკლინ გრემის პასუხი ლგბტ აქტივისტების პროტესტს

ცნობილმა ევანგელისტმა ფრანკლინ გრემმა გააკრიტიკა როკ მომღერალის ბრიუს სპრინგსტონის გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა საკუთარი კონცერტი ჩრდილოეთ კაროლინაში, რითაც პროტესტი გამოუცხადა სახელმწიფო კანონს, რომელიც უკრძალავს ტრანსგენდერ ადამიანებს გამოიყენონ სველი წერტილი ან გასახდელი, რომელიც მათი დაბადების სქესს არ შეესაბამება. ცვლილება კანონში ამა წლის მარტში შევიდა, რამაც ზოგიერთი კომპანიისა და ცნობილი ადამიანის პროტესტი გამოიწვია.

“ზოგიერთი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როკ შოუ, ეს არის ჩემი იარაღი , რითაც შემიძლია გამოვხატო ჩემი ოპოზიციური აზრი ამ კანონის მიმართ…” – განაცხადა ბრიუს სპრინგსტონმა.

“ბატონო სპრინგტონ, ერი ჩაფლულია ცოდვაში, თაყვანს სცემდე უღმერთო სეკულარიზმს და პოლიტკორექტულობას – სულაც არ არის განვითარება. მადლობელი ვარ, რომ ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა პირველ ადგილზე დააყენა ჩვენი ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოება. ჩვენ გვჭირდება რომ დავბრუნდეთ უკან, საწყისებზე. ჩვენ გვჭირდება ღმერთი და მისი ბრძანებების მორჩილება. უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრს..” – წერდა გრემი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

პროტესტი გამოთქვა გადახდების უმსხვილესმა კომპანიამ paypal –მა, რომელმაც განაცხადა რომ წყვეტს ახალი ობიექტის გახსნას. ამ განცხადებას ფრანკლინ გრემმა ფარისევლური უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია მოღვაწეობს მსოფლიოს 25 ქვეყანაში, მათ შორის ისეთებშიც, სადაც გეი ქცევა არის უკანონო.

სკანდალურ პროტესტს გამოეხმაურენ სხვა კონსერვატული ორგანიზაციებიც, მათ შორის “ქრისტიანთა ლიგაც”, რომელმაც დააანონსა მორწმუნეთა მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია.

შეგახსენებთ, რომ უამრავ შტატში კორპორაციები და ბიზნეს ორგანიზაციები (მათ შორის კოკა–კოლა, ჰოლივუდი, დისნეი და სხვ. ) აანონსებდნენ საკუთარი საქმიანობის შეწყვეტას, თუ არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა, რაც გულისხმობდა გეი წყვილის ჯვრისწერის აღიარებას სასულიერო პირების მხრიდან და ტრანსგენდერი ადამიანების მიერ იმ სველი წერტილისა და გასახდელი კაბინით სარგებლობას, რომელიც არ შესაბამება მათი დაბადების სქესს.

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...