უსაფრთხოდ ვერ იქნებით, სანამ ისლამს არ მიიღებთ: ISIS კლავს 30 ეთიოპიელ “ჯვრის მიმდევარს”

საზარელი ახალი ვიდეო გაავრცელა ისლამური სახელმწიფოს ბარბაროსულმა დაჯგუფებამ (ISIS), რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს. ვიდეოზე ასახულია, დაახლოებით, 30 ეთიოპიელი, რომელთაც ისლამისტებმა ‘ჯვრის მიმდევარნი’ უწოდეს და ლიბიაში დახოცეს.

29-წუთიანი ვიდეო, სათაურით „სანამ ეს მათ არ ეწიათ − აშკარა მტკიცებულება“, იწყება მუსლიმთა და ქრისტიანთა შორის არსებული ე.წ. ურთიერთობის ისტორიის განხილვით, რასაც მოჰყვება დაუმონტაჟებელი ვიდეო-კადრები ისლამისტთა მიერ ეკლესიების განადგურების, სასაფლაოების დანგრევისა და რელიგიური ხატების განადგურების შესახებ.

ISIS-ის ნიღბიანი მებრძოლი, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს და მუქარით აცხადებს, რომ ქრისტიანები ან ისლამისკენ უნდა მოექცნენ ან საგანგებო გადასახადი, ჯიზია, უნდა იხადონ, როგორც ნათქვამია ყურანში. ისინი კი, ვინც ამაზე უარს იტყვიან, „მათთვის მხოლოდ მახვილის პირი იქნება განკუთვნილი“, იმუქრება იგი.

„თქვენს რელიგიათა ხელით დაღვრილი მუსლიმთა სისხლი იაფი არ ღირს“, აცხადებს მებრძოლი, „ჯვრის ერის გასაგონად ვაცხადებთ, ჩვენ ისევ დავბრუნდით“.

ეს დაუმონტაჟებელი ვიდეო ეთიოპიელთა ხან ერთ ჯგუფს ასახავს, ხან − მეორეს, რომელთაც ისლამისტები „ჯვრის მიმდევრებს“ უწოდებენ. ისინი ერთ რიგად არიან ჩამწკრივებულნი და საკუთარი ფეხით მიაბიჯებენ სიკვდილისკენ. პირველ ჯგუფში, დაახლოებით, 15 ეთიოპიელი მამაკაცია, რომელთაც, სანაპიროზე, წინ მიუძღვის ნიღბიანი ისლამისტი. მეორე ჯგუფი კი, ასევე, 15 ეთიოპიელი მამაკაცისგან შედგება, რომლებიც უდაბნოში მიჰყავთ.

მამაკაცთა ერთ ჯგუფს შავი, ხოლო მეორეს − ნარინჯისფერი სამოსი აცვია. მათ აიძულებენ დაჩოქებას სიკვდილის მოლოდინში. პირველ ჯგუფში მყოფთ თავებს ჰკვეთენ გრძელი დანებით და მოკვეთილ თავებს მათივე სხეულებზე ათავსებენ, მეორე ჯგუფში მყოფთ კი თავში გასროლით ხვრეტენ.

„თქვენს სიზმრებშიც კი ვერ იქნებით უსაფრთხოდ, სანამ ისლამს არ მიიღებთ“, იმუქრება ისლამური სახელწიფოს მებრძოლი, რომელიც, სავარაუდოდ, „ჯიჰადი ჯონის“ ჰგავს. „ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა რწმენასა და ღვთისგმობას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის“.

ეს დაუმონტაჟებელი ვიდეო მსგავსია იმ მეორე საშინელი ვიდეოსი, რომელიც 21 თებერვალს გაავრცელეს ისლამისტებმა და რომელზეც ასახული იყო 21 ეგვიპტელისათვის თავების მოკვეთა.

„ყველა ჯვაროსანს: უსაფრთხოებაზე მხოლოდ იოცნებებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ერთად იბრძოლებთ ჩვენ წინააღმდეგ“, აცხადებს ISIS-ის მებრძოლი. „ვფიცავთ, რომ იმ ზღვაში, რომელშიც ოსამა ბინ ლადენის სხეული დამალეთ, თქვენს სისხლს შევურევთ“.

ხუთწუთიანი ვიდეო იქნა გადაღებული „ჯვრის ხალხის, მტრული ეგვიპტური ეკლესიის მიმდევართა“ შესახებ.

ეთიოპიელმა მომხსენებელმა რედვან ჰუსეინმა (Redwan Hussein) TIME-ს განუცხადა, რომ თუ კვირას გავრცელებული ვიდეო ნამდვილია, მაშ, ის მამაკაცები, რომელთა სიკვდილით დასჯაც არის ასახული მასზე, სავარაუდოდ, იყვნენ იმ მიგრანტთა შორის, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში გარბიან  ისლამისტთა ძალადობის თავიდან ასაცილებლად. არსებული ცნობების მიხედვით, ეთიოპიის მოსახლეობის 2/3 მართლმადიდებელი კოპტია.

„ეს თუ დადასტურდება, იქნება გაფრთხილება მათთვის, ვისაც ევროპაში წასვლა სურს ამ სახიფათო გზით“, განაცხადა მან.

http://newundergroundchurch.blogspot.com/2015/04/you-will-not-have-safety-until-you_91.html

ჩატვირთვა...