უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ლონდონში დაიხურა 500 ეკლესია და გაიხსნა 423 მეჩეთი

დამოუკიდებელმა საერთაშორისო ანალიტიკურმა ცენტრმა Gatestone Institute კვირას, 2 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ლონდონში დაიხურა 500 ქრისტიანული ეკლესია, ხოლო „ინგლისის ქრისტიანობის მწუხარების მოგვრელ ნანგრევებზე“ აღმოცენდა 423 მეჩეთი.

„ბრიტანელი მულტიკულტურალისტები კვებავენ ისლამურ ფუნდამენტალიზმს. უპირველეს ყოვლისა, ლონდონისტანი ინგლისის ქრისტიანობის ნანგრევებს ეფუძნება“, წერენ ანგარიშის ავტორები.

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2001 წლიდან მოყოლებული ლონდონში ყველა კონფესიის 500 ეკლესია დაიხურა და ამ ეკლესიების შენობები კერძო სახლებად გამოიყენება. ამავდროულად, მუსლიმანთა რიცხვმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში თითქმის მილიონს მიაღწია.

ბრიტანეთის სოციოლოგიურ კვლევათა დამოუკიდებელი ინსტიტუტის (NatCen Research Institute) მიერ დასახელებული ციფრები გვიჩვენებს, რომ იმ ბრიტანელების რიცხვი, რომლებიც თავს ინგლისის ეკლესიას მიაკუთვნებდნენ, 2012-2014 წლებში, 1,7 მლნ-ით შემცირდა.

კვლევითმა ინსტიტუტმა Gatestone Institute თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანების რიცხვის შემცირებასთან ერთად ბრიტანეთი „ნელ-ნელა ისლამის სახეს იღებს“.

მაგალითად, ბირმინჰემში, ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ითხოვდნენ, რომ ბრიტანეთში არსებული მეჩეთებისათვის უფლება მიეცათ, რომ დღეში სამჯერ, ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით, მუსლიმანებისთვის ლოცვისკენ მოეწოდებინათ.

ხსენებული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, შარიათის სასამართლოების რიცხვი ლონდონში განუხრელად იზრდება. ასი მათგანი უკვე ოფიციალურად ფუნქციონირებს.

„ეს ახალი სასამართლოები ეფუძნება ადამიანის ხელშეუხებელ უფლებათა უგულებელყოფას: თავისუფლების ფასეულობისა და თანაბარუფლებიანობის უარყოფას, რომლებიც ინგლისის საერთო სამართლის საფუძველია“, აღნიშნულია კვლევითი ცენტრის ანგარიშში. „ბრიტანეთის კულტურული საფუძვლები სწრაფად ნებდება ისლამურ ფუნდამენტალიზმს და ღებულობს მათ მოთხოვნებს“.

წყარო

ჩატვირთვა...