ტრამპის ვიზიტი ისრაელში (ვიდეო)

22 მაისს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

გუშინ იერუსალიმში, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და პალესტინასთან მშვიდობის დამყარების საკითხებს განიხილავდნენ. ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

„ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თქვენ გოდების კედელთან მიხვედით. თქვენ აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი ხართ, ვინც ეს გააკეთა“, – თქვა ნეთანიაჰუმ პრეს-კონფერენციაზე.

დღეს, დონალდ ტრამპი ბეთლემში, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრის წინ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული დაძაბული სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების იმედი აქვს. თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუამავლობით ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება პალესტინელების სურვილია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს ღაზის სექტორსა და თელავივში ამერიკის საელჩოსთან შეკრებილი პალესტინელები აპროტესტებდნენ.

წყარო

ჩატვირთვა...