ტიმ კელერი ქრისტიანებს პოლიტიკური ნიშნით დაყოფის შესახებ აფრთხილებს: „პირველ რიგში, შენ ქრისტიანი ხარ“

ნიუ-იორკის პრესვიტერიანული ეკლესიის უფროსმა ხუცესმა ტიმოთე კელერმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ არ მისცენ პოლიტიკას ეკლესიის გაყოფის უფლება და შეგვახსენა, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ „ქრისტიანები ვართ“.

ერთ კვირაზე ნაკლები რჩება 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. კელერი სიტყვით გამოვიდა „გლობალურ ქალაქთა მოძრაობის დღის“ კონფერენციის ბოლო დღეს, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და დასძინა, რომ პოლიტიკა ეკლესიის ერთობისთვის პოტენციური საფრთხეა.

„სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური დანაწევრება შეიმჩნევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და სამწუხაროდ, ქრისტიანებიც შეიძლება მსგავსი საცდურის წინაშე აღმოჩნდნენ“.

„პოსტ-ქრისტიანულ კულტურაში სულ უფრო რთულდება მახარებლობა. რა თქმა უნდა, დასავლური სეკულარიზმი ყველა დიდ დასავლურ ქალაქშია გავრცელებული, მაგრამ დასავლური სტილის ინდივიდუალიზმი და სეკულარიზმი ასევე ფეხს იკიდებს მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროს დიდ ქალაქებშიც“.

„აზრი იმის შესახებ, ჭეშმარიტებას ფლობ, გახლავთ აზრი, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ პოსტ-ქრისტიანულ კულტურაში, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს, ხოლო პოსტ-ქრისტიანული კულტურა ქადაგებს, თითქოს, ცხოვრების აზრი ისაა, რომ თავი დააღწიო წარმოდგენას იმის შესახებ, რომ არსებობს ყოვლისმომცველი მორალური ნორმა და იცხოვრო საკუთარი ნება-სურვილის თანახმად“, თქვა კელერმა.

ბევრმა ეკლესიამ არ იცის, რა გზით იაროს პოსტ-ქრისტიანულ კულტურაში და სანამ ეკლესიები უკეთეს გზას არ მიაგნებენ წინსვლისათვის, მანამდე იარსებებს ეს პრობლემა.

მან დაამატა ისიც, რომ თავისი ახალგაზრდობისას. ადამიანები შეშფოთებულნი იყვნენ იმით, თუ რამდენ დროს ატარებდნენ ტელევიზორის ეკრანებთან, თუმცა, ამასთან შედარებით, სოციალური მედია გაცილებით სახიფათოა.

„ეკლესიას ყოველთვის შეეძლო ახალ წინააღმდეგობათა გადალახვა. ზებუნებრივი სიმტკიცე გააჩნია ეკლესიას. იესომ თქვა: ‘კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას’“, – თქვა მან.

შემდეგ მან გაამხნევა ეკლესიები და მოუწოდა ადამიანთა დამოწაფებისკენ; უთხრა, რომ უნდა სწამდეთ იმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მახარებლობას დიდ ქალაქებში.

„ჩვენ დავკარგავთ მსოფლიოს, თუ არ ვუქადაგებთ დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს“, – გააფრთხილა კელერმა კონფრერენციის დამსწრენი.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...