ტეხასის შტატის გუბერნატორმა გამოსცა დირექტივა რელიგიური თავისუფლების შესახებ

texas-pastor-protectionუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღით ადრე, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც მისი შტატის სასულიერო პირებს შესაძლებლობას აძლევს უარი თქვან საქორწინო ცერემონიალის შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ შეხედულებებს.

გუბერნატორმა პრესასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აუცილებელია  რელიგიური ლიდერები იყვნენ დაცულნი და იცოდნენ,  რომ მათი  რწმენა  თავისუფალია სახელმწიფო გავლენისაგან.

„რელიგიური თავისუფლება არის ყველაზე წმინდა უფლება და ეს უფლება დაცულია კონსტიტუციით. “- განაცხადა მან.

„ტეხასმა გადადგა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასულიერო პირების რელიგიური თავისუფლების სამომავლო დაცვისათვის, მორწმუნე ადამიანებისადმი გაზრდილი მტრული დამოკიდებულების ფონზე“, – განაცხადა ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა – „არც ერთი პასტორი, მღვდელი, რაბინი ან სხვა რელიგიური ლიდერი არ უნდა იყოს იძულებული  შესარულოს ან სცნოს ქორწინება, რომელიც ეწინააღმდეგება მათ  რელიგიურ შეხედულებებს“.

 

დირექტივა რელიგიური თავისუფლების შესახებ

დირექტივა რელიგიური თავისუფლების შესახებდირექტივა რელიგიური თავისუფლების შესახებ (გვერდი 2)

ჩატვირთვა...