ტერორისტ ფადი ალ-ქუნბარის ოჯახს ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს

„ტერორისტ ფადი ალ-ქუნბარის ოჯახს, ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არე დერიმ განაცხადა“, იტყობინება ებრაული მედია www.timesofisrael.com.

ტერორისტის ოჯახის ცამეტ წევრს, მათ შორის ფადი ალ-ქუნბარის დედას, ისრაელში ცხოვრებას აუკრძალავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება იმიგრაციულ სამსახურებთან, სპეცსამსახურებსა და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტის დედა ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო დაქორწინებული, რაც ქვეყნის კანონებით აკრძალულია.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. ამიერიდან ტერორისტებს ეცოდინებათ, რომ მათი ქმედებების საფასურის გადახდა მათ ოჯახებს მოუწევთ“, განაცხადა დერიმ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზომა ისრაელში პირველად გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს ალ-ქუნბარმა სატვირთო მანქანით ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილას ხალხს გადაუარა. დაიღუპა 4 ახალგაზრდა ჯარისკაცი, მათ შორის 3 ქალი და ერთი მამაკაცი, დაშავდა 15 ადამიანი. ტერორისტი პოლიციამ ადგილზევე მოკლა.

ჩატვირთვა...