ტერორისტებმა მასობრივად დახოცეს ქრისტიანები ნიგერიაში

0 2 109

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 15 სოფელი გაანადგურეს, დაანგრიეს ეკლესიები და დახოცეს ქრისტიანები.

სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ ათეულობით ადამიანი დაიღუპა სოფლებსა და ქალაქებში, მათი მიზანი ქრისტიანული სარწმუნოების მოსპობაა. მორწმუნეთა სახლები განადგურებულია.

ბოლო მასშტაბური თავდასხმა ქრისტიანულ მოსახლეობაზე, რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ჩრდილოეთით, კადუნის შტატში მოხდა, რა დროსაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ფულანის სამხედროები”, რომელიც მეოთხე საშიშ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული, 50-ზე მეტი ადამიანი სასტიკად დახოცა.

ორგანიზაცია “open doors” ესაუბრა ერთ-ერთ ქრისტიანს, რომელმაც მომხდარი აღწერა. 

“თავდასხმა დღისით დაიწყო, როცა ხალხი ეკლესიაში მიდიოდა. თავდამსხმელებმა დახოცეს და გაიტაცეს მცხოვრებლები, დაწვეს ცხრა ეკლესია და უამრავი სახლი.” – თქვა მან.

ქრისტიანთა დევნა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ნიგერიაში, რაც განპირობებულია რადიკალური ისლამური სწავლებითა და პრაქტიკით.

ქრისტიანები დისკრიმინაციას განიცდიან ისლამური დაჯგუფებების მხრიდან, ისინი ხელისუფლებისგან დაცვას მოითხოვენ, თუმცა სახელმწიფო დასუსტებულია კორუფციით და უძლურია მათ დასაცავად.

თებერვლიდან დღემდე, ნიგერიელმა ტერორისტებმა, რელიგიურ ნიადაგზე, 120 ადამიანი მოკლეს და 140 სახლზე მეტი გადაწვეს.

კადუნის შტატი, ბოლო პერიოდში, სიცოცხლის გადასარჩენად უამრავმა ქრისტიანმა დატოვა და თავი ნიგერიის სამხრეთ ნაწილს შეაფარა, სადაც ქრისტიანების მიმართ შედარებით ლიბერალური დამოკიდებულებაა.

ნიგერია ქრისტიანებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში მეთორმეტე ადგილზეა.

წყარო

 

ჩატვირთვა...