ტერაქტი ათათურქის აეროპორტში

ათათურქის აეროპორტში ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა , გარდაცვლილია მინიმუმ 10 ადამიანი, დაჭრილია 40.” – იუწყება BBC News-ი. აფეთქება აეროპორტის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე მოხდა. ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება აეროპორტის შენობაში შესვლამდე და კონტროლის გავლამდე ააფეთქეს. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელებს, რომლებიც, თავდაპირველად, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით. ამის შემდეგ გაისმა ორი აფეთქების ხმა.

ათათურქის აეროპორტი სტამბოლის ყველაზე დიდი, საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს. ის სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია. ამჟამად ტერიტორია დახურულია, გადაიდო ყველა რეისი, მიმდინარეობს გამოძიება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება ქურთ სეპარატისტებს უკავშირდება.

საქართველოს მიმართულებით ერთმა თვითმფრინავმა მოასწრო აფრენა აფეთქებამდე, ხოლო მეორე რეისი გაუქმებულია. ჯერჯერობით უცნობია არიან, თუ არა დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები.

ჩატვირთვა...