ტანზანიაში ექსტრემისტებმა სამი პროტესტანტული ეკლესია დაწვეს

burned-church-Tanzaniaამ მოვლენამდე ცოტა ადრე ქალი საკუთარმა მშობლებმა იმის გამო დაწვეს, რომ უარი თქვა ისლამზე და ცოლად გაჰყვა ქრისტიანს.

ნაირობი. სამი ეკლესია დაწვეს ისლამისტებმა ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, 22 სექტემბერს, – იტყობინება Morning Star news.

ერთ-ერთი ეკლესიის ხუცესმა განაცხადა, რომ ეკლესიაზე თავდასხმანი გახშირდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მორწმუნეები შეშინებულნი არიან და გრძნობენ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

„ეკლესიები სულ რაღაც ორიოდე საათში დაიწვა. მანამდე ისლამისტები გვემუქრებოდნენ და გვაფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ ეკლესიათა რიცხვი შემცირდებოდა ამ რეგიონში“, – უამბო ერთ-ერთმა ხუცესმა გამომცემლობა Morning Star-ს.

ერთდროულად დაიწვა ცოცხალი წყლის საერთაშორისო ეკლესია, ღმერთის ასამბლეის ორმოცდაათიანული ეკლესია და ღმერთის ასამბლეის ევანგელისტური ეკლესია. სამივე ეკლესია მდებარეობდა ბუკობის რაიონის სოფელ კაშფას ახლოს. ცოცხალი წყლის ეკლესიის მრევლი ამ რაიონში შეადგენს 350 წევრს, ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლი – 300  წევრს, ხოლო ევანგელისტური ასამბლეა – 200 მორწმუნეს.

„ყველაფერი დავკარგეთ ჩვენი ეკლესიების დაწვასთან ერთად – შენობები, სკამები, მუსიკალური ინსტრუმენტები“ – განაცხადა ცოცხალი წყლის ეკლესიის ხუცესმა ათანას ვედასტომ, „ჩვენს მორწმუნეებს აღარ აქვთ ადგილი იმისათვის, რომ შეიკრიბონ და ილოცონ“.

წყარო: http://www.sedmitza.ru/text/5901100.html

 

ჩატვირთვა...