ტაიმს-სკვერმა „იესოს კვირეულს“ უმასპინძლა

გასული კვირის განმავლობაში ტაიმს-სკვერში „იესოს კვირეულს“ 14 ათასი ადამიანი დაესწრო. ნიუ-იორკის ცენტრში ლოცვისა და ბიბლიის კითხვის კვირეული გაიმართა.

2017 წლის მაისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა ყოფილი საზღვაო ძალების ოფიცერმა საკუთარი ავტომანქანით 23 ფეხით მოსიარულე გადაყარა აქეთ-იქით და 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა, ქრისტიანი ლიდერები გაერთიანდნენ და „იესოს კვირეული“ გამართეს ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრში.

„იესოს კვირეული”  საევანგელიზაციო ღონისძიება გახლდათ, რომელმაც გააერთიანა ნიუ-იორკის ეკლესიები უფალ იესო ქრისტეს სახელის ერთობლივად განდიდებისათვის ლოცვის, ბიბლიის კითხვისა და წარმოდგენების მეშვეობით.

ღონისძიება გაიმართა ორგანიზაციის “Concerts of Prayer – Greater New York” მიერ. ეს გახლავთ ხუცესებისა და ეკლესიათა გაერთიანება, რომელსაც ხუცესი დიმას სალაბერიოსი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის მიზანია ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდოს ყველას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები დადიოდნენ ქალაქ ნიუ-იორკის ყველა რაიონში, რათა დახმარებოდნენ ღარიბებს, საჭირო დახმარება გაეწიათ სკოლებისა და პრობლემურ უბნებში მცხოვრები ხალხისათვის. კვირეული დასრულდა 3 ივნისს ტაიმს-სკვერზე გამართულ დიდ სცენაზე. შაბათ-კვირას გამართულ ღონისძიებაზე ისმოდა აუდიო ბიბლიის ჩანაწერი. ერთი საათის შემდეგ კი რომელიმე ღვთისმსახური ლოცულობდა ბიბლიიიდან წაკითხული ტექსტის შესაბამისად. „ხალხმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე გაბედული ღონისძიება, რაც კი მათ აქამდე ოდესმე უნახავთ“, – უთხრა სალაბერიოსმა ინტერნეტ-პორტალს The Christian Post.

მანჰეტენის 43-ე ქუჩაზე მოწყობილ სცენაზე აღმართული იყო ბანერები, რომლებიც ხალხს მოუწოდებდა ელოცათ ქალაქისთვის. დიმას სალაბერიოსმა დამსწრეებს თავისი ცხოვრებისეული დამოწმება გაუზიარა და თქვა, რომ ადრე ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო, ახლა ის ღვთისმსახურია, რომელსაც სურს უფლის სიყვარულის შესახებ სხვებსაც ამცნოს. მან ასევე ილოცა მთელ მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული აქტების მსხვერპლთათვის.

„იესოს კვირეულის“ ორგანიზატორებმა 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რესურსი გადასცეს ნიუ-იორკის მოსახლეობას. ეს რესურსი მოიცავდა 120 ათას საბავშვო ქრისტიანულ წიგნს (40, ათასი ესპანურად), 180 ათას ქრისტიანულ წიგნს და 100 ათას DVD-ს, რომლებზეც ჩაწერილი იყო „იესოს ფილმი“.

წყარო

ჩატვირთვა...