ტაივანში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

 2016 წლის ოქტომბერში, ტაივანში, დემოკრატიულ-პროგრესულმა პარტიამ  შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც დააკანონებს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ ადამიანთა ქორწინებას. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კანონპროექტმა განხილვის პირველი ეტაპი გაიარა და ამის გამო კეტაგალანის ბულვარში ათასობით ადამიანი შეიკრიბა  კანონპროექტის წინააღმდეგ საკუთარი აზრის გამოსახატავად.

ჯინგფუს ჭიშკართან, დაახლოებით, 80 000 ადამიანი იყო შეკრებილი. მათ თეთრი ფერის მაისურები ეცვათ. ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი გახლდათ კოალიცია „ჩვენი მომავალი  თაობის ბედნიერება“ მიერ. აქციები მიმდინარეობდა ტაიჩუნგსა და  კაოსიუნგში, სადაც გამოსვლების მონაწილეთა რაოდენობა 90 ათასს აჭარბებდა.

აქციის დროს მონაწილეებმა პატარა წარმოდგენა გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოეღოთ ყველაფერი, რაც ჰომოსექსუალიზმის დადებითად წარმოჩენას ემსახურება.

ეს არ არის პირველი საპროტესტო გამოსვლა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ამ კანონპროექტის განხილვისას, ალიანსმა „ტაივანის რელიგიური ჯგუფები ოჯახის დაცვისათვის“ – მოაწყო  აქცია 20 000 ადამიანის მონაწილეობით.

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო გამოკითხვის მიხედვით, უფრო და უფრო მეტი ტაივანელი უჭერს მხარს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ ადამიანთა შორის ქორწინებას, მოწინააღმდეგენი მაინც მოითხოვენ საჯარო გამოკითხვის ჩატარებას.

ისინი აცხადებენ, რომ კონფუციანელობა, რომელსაც ტაივანის საზოგადოება აღიარებს, ხაზს უსვამს ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. ასევე ამბობენ, რომ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება ბავშვებისა და მომდევნო თაობებისათვის ძალიან დამაბნეველი იქნება.

„მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ქორწინების შედეგად შეიძლება გამრავლება და ერის შენარჩუნება“, თქვა  ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელმა ხუცესმა. „ქორწინება ადამიანის უფლებაა, მაგრამ ყოველ უფლებას გააჩნია შეზღუდვა“.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰომოსექსუალთა ქორწინების სამოქალაქო კოდექსში შეტანას, რადგან საზოგადოების ფუნდამენტი არის ოჯახის სისტემა, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებას გულისხმობს და თუ ამას შევეხებით, ეს ქორწინების, ოჯახისა და საზოგადოების სტრუქტურას მთლიანად გაანადგურებს“, თქვა ალიანსის სპიკერმა ჩუ ვუ სიენმა.

„ყველა ადამიანს აქვს სიყვარულის უფლება, მაგრამ სიყვარულშიც არსებობს წესრიგი. ცხოველების მიმართ ჩვენი სიყვარული განსხვავდება ადამიანთა მიმართ სიყვარულისგან და ასევე ცოლქმრული სიყვარულიც განსხვავდება მეგობრული სიყვარულისგან“, თქვა  ჩინეთის ეპისკოპოსთა რეგიონალური კონფერენციის გენერალურმა მდივანმა.

წყარო: http://www.gospelherald.com/

ჩატვირთვა...