სხვადასხვა კონფესიების ერთობლივი ლოცვა ასიზიში

იტალიის ქალაქ ასიზიში , სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. რომის პაპმა ფრანცისკემ , კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ვებემ (80 მილიონი ანგლიკანის სულიერი ლიდერი ) იუდაიზმის, ისლამის და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად მიგრანტების დასახმარებლად და სამყაროში მშვიდობისთვის ილოცეს. შეხვედრაში სულ ხუთასამდე რელიგიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კრების საერთო მიზანი იყო მოეძებნათ გზები, რომლებიც შერიგებას და მშვიდობას ხელს შეუწყობს.

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თქმით ტანჯულების მიმართ გულგრილობის გამოვლენა თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებაა.

“ძალიან ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან დაბომბვების გამო საკუთარი სახლები დატოვონ, აწყდებიან უდიდეს სიცივეს, ეგოიზმსა და გულგრილობას მათი მხრიდან , ვისაც მათი დახმარება ისევე უბრალოდ შეუძლია, როგორც ერთი სატელევიზიო არხიდან მეორე არხზე გადართვა. “- აღნიშნა პაპმა პრანცისკემ თავის გამოსვლაში.

სულიერმა ლიდერებმა ერთად ილოცეს და ფიცი დადეს , რომ ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ. მათი თქმით ყველა უნდა გაერთიანდეს გულგრილობის ვირუსის წინააღმდეგ. სილიერი ლიდერების ტრაპეზზე მიწვეული იყო 12 სირიელი ლტოლვილიც.

1986 წლის შემდეგ საერთო ლოცვა ასიზიში პირველად გაიმართა.

ჩატვირთვა...