„სუპერწიგნი“ დაბრუნდა იაპონიის სატელევიზიო ეთერში

0 309

იაპონელმა ბავშვებმა პირველად უყურეს სუპერწიგნს მას შემდეგ, რაც ის პირველად იქნა ნაჩვენები 1981 წელს, როცა ერთდროულად, 8 მლნზე მეტმა ადამიანმა უყურა სუპერწიგნს იაპონიის სატელევიზიო ეთერში, ხოლო ბიბლია ბესტსელერად იქცა ქვეყანაში.

1980-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა შეწყვიტეს „სუპერწიგნის“ ჩვენება, მაგრამ სამი ათწლეულის შემდეგ, მულტფილმის ახალი სერიები კვლავ დაბრუნდა იაპონიის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გასულ შობას.

„სუპერწიგნი“ გახლავთ სატელევიზიო ქრისტიანული ანიმაციური სერიალი, რომელიც შეიქმნა იაპონური კომპანია Tatsunoko Productions და ამერიკული ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის Christian Broadcasting Network (CBN) მიერ.

თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში მულტფილმი „სუპერწიგნი“ ნაჩვენები იქნა 106-ზე მეტ ქვეყანაში და ითარგმნა 43-ზე მეტ ენაზე.

დღეს უკვე შექმნილია მულტფილმის ახალი სერიები.

პირველი სეზონი ქართულ ენაზე გაახმოვანა Jesus.Ge STUDIO – მ, რომელსაც მალე იხილავს მაყურებელი ეკრანებზე.

ჩატვირთვა...