სულ უფრო მეტი მუსლიმი ამბობს უარს თავის რწმენაზე, ISIS – ის მხეცური დანაშაულებების გამო.

Story-1-Iraqi-Refugeesერაყელი მისიონერების სიტყვების თანახმად, სულ უფრო მეტი მუსლიმი ამბობს უარს თავის რწმენაზე, ISIS – ის (ისლამური სახელმწიფო) მხეცური დანაშაულებების გამო.

„ადამიანებს სურთ ქრისტეს შესახებ გაიგონ, განსაკუთრებით, როდესაც ესმით სასწაულების, განკურნებების, გულმოწყალებისა და სიყვარულის შესახებ“, — ყვება ორგანიზაცია „დახმარების ქრისტიანული მისია“-ს ქურთული რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარე (სახელი და გვარი არ ქვეყნდება უსაფრთხოების მიზნით). — „სინამდვილეში, ამას ხელი შეუწყვეს ისლამურმა ექსტრემისტებმა, რადგან ყველა თავიანთ მხეცობებსა და მკვლელობებს ისინი ალაჰის სახელით ჩადიან და ასაბუთებენ ყურანის მუხლებით“.

„ჩვენ ვეხმარებით, რადგან გვიყვარს ისინი და შეიძლება მომავალში ვესტუმროთ და ვესაუბროთ იესოზე და გადავცეთ ბიბლიები. ჩვენ გვჯერა ღვთის სიტყვის ძლევამოსილების. ჩვენ არ გვყავს ბევრი მქადაგებელი, არ გვყავს ბევრი მისიონერი, მაგრამ გვაქვს ღმერთის სიტყვა, რომელიც შეგვიძლია დავბეჭდოთ, შევიძინოთ და შემდეგ მივაწოდოთ ადამიანებს და მათ ბავშვებს“.

მისიონერმა აღიარა, რომ მისი ორგანიზაცია რთულად უმკლავდება იმ დევნილთა ნაკადს, რომელთაც სურთ მეტი გაიგონ ქრისტიანობაზე, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა რეგიონის უდიდესი ნაწილი.

გაეროს მონაცემების მიხედვით, სამხრეთ ერაყში, სადაც ტრადიციულად ქურთები ცხოვრობენ, დღეს დაახლოებით 900 000 ლტოლვილია, მათ შორის სირიიდანაც. ამ ადამიანებს ქრისტიანულ ბანაკებში, პირველ რიგში, სთავაზობენ განთავსებას, თბილ საბნებს, გამათბობლებს, საკვებს და მხოლოდ შემდეგ მოაქვთ ბიბლია.

ქრისტიანული ორგანიზაციის ლიდერი საუბრობს მუსლიმთა შორის გამოღვიძებაზე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი მისიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს მათ, ვისაც სჭირდება და საქმით აჩვენოს ქრისტიანული სიყვარული. მისიის თანამშრომლები ასევე ავრცელებენ ბიბლიებს მათ შორის, ვინც იჩენს ინტერესს ქრისტესა და მისი სწავლებისადმი.

https://www.febc.org/muslims-turn-to-christ-because-of-isis

http://www.faithfreedom.org/muslims-turn-to-christ-because-of-isis/

http://www.breakingchristiannews.com/articles/display_art.html?ID=16974

ჩატვირთვა...