სომხეთში “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიას ცნობილი მქადაგებელი ჯონ ბევერი ეწვევა

23 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, სომხეთში, „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიაში,  ჩატარდება ყოველწლიური კონფერენცია, რომლის სპიკერებიც იქნებიან:  ამავე ეკლესიის მწყემსი – არტურ სიმონიანი და სპეციალურად მოწვეული  სტუმარები – მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი ჯონ ბევერი და მისი მეუღლე, ლიზა ბევერი. ჯონ ბევერი პირველად 2011 წელს ეწვია სომხეთს, ხოლო წელს მისი ვიზიტი განმეორდება.

ბოლო კონფერენცია ჩატარდა წინა წელს, რომელზეც იქადაგეს მწყემსებმა: ტომი ბარნეტიმ, ლეონიდ მალკომ, კარლ-გუსტავ სევერინიმ და არტურ სიმონიანიმ.

„მესენჯერ ინტერნეშენალის’’ აღმასრულებელი დირექტორი, რობ ბირკბეკი იხსენებს ჯონ ბევერის წინა ვიზიტს სომხეთში  და აცხადებს: „მე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან შთაგონებულები არიან. როდესაც რამდენიმე წლის წინ , ჯონ ბევერთან ერთად ჩამოვედი, ხალხი იყო სულიწმინდით აღსავსე, აქ იყო ღვთის ცეცხლი. ჩვენ არ ვივიწყებთ ამ მსახურებას. წინა ჩამოსვლაზე ჩვენ წავედით ეკლესიის მაშინ ჯერ კიდევ  ბოლომდე არ აშენებულ შენობაში. ეს შენობა რწმენის ნაყოფია. და ახლა, როდესაც ვხედავ ამ უზარმაზარ შენობას, მე უბრალოდ ტირილი მინდა. ვფიქრობ, წლის განმავლობაში თავის დაგეგმილ მსახურებათა შორის, ჯონი ყველაზე მეტად ელოდება სომხეთში მსახურებას.

მას უყვარს სომხეთი და ეს ეკლესია, რადგან აქ მზად არიან განავრცონ ღვთის სიტყვა მთელს მსოფლიოში. ეს ჩვენი საერთო  ხედვაა.  ჩვენ არ ვართ სტუმრები, არამედ ოჯახი, რომლის ყოველი წევრიც მოდის, რათა  ნახოს მეორე.

ლიზა არასდროს არ ყოფილა აქ, მაგრამ ჯონი ყოველთვის უყვება მწყემსის ხედვაზე, სომეხ ერზე, თქვენს სამზარეულოზეც კი. ლიზა ძალიან შთაგონებულია. მე ასევე ჩამოვალ სომხეთში მასთან ერთად და ჩვენ გვექნება შესანიშნავი მსახურებები“.

ჩატვირთვა...