სოლიდარობა რელიგიურ თავისუფლებას − ლონდონი წითელ ფერებში

23 ნოემბერს ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები წითელ ფერებში განათდა იმ ადამიანთა მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარი რელიგიის გამო განიცდიან დევნასა და უსამართლობას.

კათოლიკური საქველმოქმედო ფონდი „გასაჭირში მყოფი ეკლესიის დახმარების“  ინიციატივით ვესტმინსტერის სასახლე, ვესტმინსტერის სააბატო და კათოლიკური კათედრალი ოთხშაბათს საღამოს, სოლიდარობის ნიშნად, წითელი ფერით გაანათეს, რათა ხაზი გაესვათ რომ ეკლესიას უნდა ახსოვდეს მსოფლიოს ის ნაწილები, სადაც რელიგიის თავისუფლება სულ უფრო და უფრო იზღუდება.

დღეს დილით, ინგლისის წმინდა გიორგის სახელობის კოპტური ეკლესიის ეპისკოპოსმა ანბა ანგაელოსმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა საკუთარი სურათი წითლად განათებული ტაძრის ფონზე. „სოლიდარობას ვუცხადებ მათ, ვინც რელიგიურ თავისუფლებას მოკლებულია“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

კათოლიკური ფონდმა სხვა აღმსარებლობის ადამიანებსაც მოუწოდა, რომ შეუერთდნენ აქციას და ნიშნად იმისა, რომ ახსოვთ რწმენის გამო დევნილნი, გაანათონ საკუთარი სამლოცველო სახლები წითელ ფერში, ასევე სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და სოციუმის სხვა წევრებმა გამოხატონ სოლიდარობა წითელი ფერის სამოსის ჩაცმით.

ორგანიზაცია „ღია კარების“ წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლესი მონაცემებით, ზოგადად, რელიგიური თავისუფლება და განსაკუთრებით, ქრისტიანთა დევნა დღეს ყველაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„ქრისტიანთა დევნა უარესდება ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და ეს ძალიან სწრაფად ხდება. ტენდენცია თვალსაჩინოა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიტუაცია თავისთავად შეიცვლება, რადგან თითოეულ ჩვენგანზე, გარკვეულწილად, არის დამოკიდებული ვითარების შეცვლა“, – განაცხადა ლიზა პიერსმა, საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დღეს „გასაჭირში მყოფი ეკლესიის დახმარების“  ფონდი შეაჯამებს 2016 წლის განმავლობაში 196 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებს რელიგიური თავისუფლების კუთხით.

წყარო: https://www.worldwatchmonitor.org

ჩატვირთვა...