სირიაში დაბომბვის დროს გარდაიცვალა ეკლესია “სიცოცხლის სიტყვის” მწყემსი ედუარდ პეტროსიანი

eduard petrosianiშაბათს, 20 ივნისს, სირიის ქალაქ ალეპოში, სარაკეტო სროლების დროს გარდაიცვალა ერევნის ეკლესია „სიცოცხლის სიტყვის“ მისიონერული მსახურების ლიდერი, ედუარდ პეტროსიანი.

მწყემსი ედუარდი ორი კვირის ჩასული იყო სირიაში. ამ მცირე ხნის განმავლობაში ის უქადაგებდა ადამიანებს, ეხმარებოდა მათ და უწევდა მატერიალურ დახმარებას. ის ერთგული მისიონერი იყო, ემსახურებოდა ერებს და ამას შესწირა თავისი სიცოცხლე.

„გუშინ მე ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მეგობარი, ედიკ პეტროსიანი, დავკარგე, რომელთან ერთადაც ბევრი წელი გვერდიგვერდ ვმსახურობდით. მისი გული სავსე იყო სურვილით წასულიყო და ექადაგა ერებისთვის. გუშინ დილით, 12:30 საათზე, ის მოკლულ იქნა სირიაში, სადაც იმყოფებოდა ქრისტეს სახარების გამო, – დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე, სომხეთში ეკლესია „სიცოცხლის სიტყვის“ უფროსმა ხუცესმა, არტურ სიმონიანმა. – გულში უდიდესი ტკივილია. ღვთის დიდებული მსახური აღარა გვყავს. ის ჩემთვის ყოველთვის გმირად დარჩება, რომელმაც უარყო ყველა საფრთხე და წავიდა ალეპოში, რომ ადამიანებისთვის ემსახურა. ბიბლია ამბობს, რომ „ძვირფასია ღვთის თვალში მისი წმინდების სიკვდილი! (ფსალმუნი 115:6)“.

აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებიდან ეკლესიების მრავალმა მწყემსმა და მსახურმა გამოხატა თავისი წუხილი მწყემს ედუარდის დაღუპვის გამო. მათ შორის მისიონერის სიკვდილს გამოეხმაურა მწყემსი და „სახლი კლდეზე“ მსახურების ლიდერი, დენის პოდოროჟნი: „ედუარდი შესანიშნავი ადამიანი და უფლის მსახური იყო. გული გლოვობს, რომ დედამიწაზე მას ვეღარ შევხვდები. მაგრამ არის ნუგეშისცემა უფალში… ღმერთმა გაამაგროს და ანუგეშოს ედუარდის ოჯახი, ახლობლები და მეგობრები, ისინი, ვინც მასთან ერთად მსახურობდა და ვისაც თავად ედუარდი ემსახურებოდა. ღვთის კაცი იყო თქვენს შორის! დიდია მისი ჯილდო. გამაგრდით! ძალა მოგცეთ ღმერთმა! „

ედუარდ პეტროსიანს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

“ჯიზესჯი” – ს ჯგუფიც უერთდება სამძიმრებს და იზიარებს მწუხარებას ედუარდ პეტროსიანის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ჩატვირთვა...