სახანძრო სამსახური: „გამანადგურებელ ხანძარს ეკლესიაში მხოლოდ ბიბლიები და ჯვრები გადაურჩა”

0 1 080

დასავლეთ ვირჯინიაში, ქალაქ ქოლში, 3 მარტს ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისული მეხანძრეები ნანახით გაოგნებულები დარჩნენ. მათი თქმით, დამანგრეველ ხანძარს, წესით, ყველაფერი ფერფლად უნდა ექცია, მაგრამ, მათდა გასაოცრად, ცეცხლს უვნებლად გადაურჩა ბიბლიები და ჯვრები.

ქალაქ ქოლის სახანძრო დეპატარტამენტმა ამის შესახებ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:

“3 მარტს, ღამით, 12:58 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ადგილობრივ ეკლესიას,  „Freedom Ministries“, დახმარება სჭირდებოდა. იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა, თუმცა აშკარაა, რომ ღმერთი – იყო. ამ ფოტოს გადაღების დროს შენობაში ისე ცხელოდა, მეხანძრეებს უკან დახევაც მოუწიათ. მათი აზრით, ყველაფერი უნდა დამწვარიყო და ფერფლად ქცეულიყო. არც ერთი ბიბლია არ დამწვარა და არც ერთი ჯვარი არ დაზიანებულა. არც ერთი მეხანძრე არ დაშავებულა.”

„ამ დილას გულები დამძიმებული გვქონდა, რადგან ჩვენს ეკლესიაში გასულ ღამეს ხანძარი გაჩნდა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ იგი, გვჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ვიბრძოლებთ მტრის წინააღმდეგ და არ მივცემთ მას უფლებას, რომ დაგვამარცხოს. გვჯერა, რომ იესო იყო ცეცხლში ჩვენთან ერთად!” – ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 წელია, რაც ხანძრებზე გავდივარ და ამ დროის განმავლობაში ჯერ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ბიბლია დამწვარიყოს. შესაძლოა, კვამლისგან ყოფილიყო დაზიანებული ან კიდეები ჰქონოდა დამწვარი, მაგრამ წასაკითხად ყოველი მათგანი ვარგისი იყო. წლების განმავლობაში მფლობელებს უამრავი ბიბლია დავუბრუნეთ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთის სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე ეშმაკის ცეცხლი და მძვინვარება. უფალი ყველა ჩვენგანს უყურებდა გასულ ღამეს და თითქოს ცეცხლის ალები მოგვიწოდებდნენ    ̶  განაგრძეთ! უფალი ჩვენთანაა ასეთი ცუდი შემთხვევების დროსაც. უბრალოდ უნდა შეძლო, რომ ის დაინახო.“ – წერდნენ მეხანძრეები პოსტის კომენტარებში, რომელსაც უამრავი მოწონება და გაზიარება ხვდა წილად. 

 

 

ჩატვირთვა...