საშობაო საჩუქარი 50 000$ – ის სახით.

ტეხასელმა ქველმოქმედებმა იხილეს საშობაო სასწაული, როდესაც სცენის გარეთ, ჩვილი იესოს ქანდაკების ქვეშ, იპოვეს 50 000$-იანი ჩეკი.

ქრისტიანული თავშესაფრის ბავშვთა სახლმა, რომელიც გაიხსნა 1924 წელს, მიიღო საშობაო საჩუქარი შესაწირის სახით. დარენ მერფმა, რომელიც არის ბავშვთა სახლის პრეზიდენტი, ,,Christian Post-თან” ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როგორ მოხდა: „დილით ჩვენ ერთმა ჯენტლმენმა დაგვირეკა და გვითხრა ჩვილი იესოს ქანდაკების ქვეშ შეგვეხედა. ჩვენმა ადმინისტრატორმა სთხოვა განემარტა რას გულისხმობდა, მაგრამ მამაკაცმა ისევ იგივე უპასუხა: „ნახეთ ბეღელი, სადაც იესოს ქანდაკება დევს“. საუბრის დასრულების შემდეგ, ადმინისტრატორმა ნახა ბაგა, იქ კი იდო კონვერტი 50 000$-იანი ჩეკით“.

როგორც მერფი ამბობს, მთელი მისი გუნდი იყო შთაგონებული ამ შესაწირავით. მითუმეტეს, ისინი ხომ მუშაობენ ბავშვებთან, რომლებსაც არც თუ საუკეთესო ბავშვობა აქვთ.

„როდესაც ასეთი საჩუქარი მივიღეთ, ამან გაგვახსენა, რომ უფლის ნებას ვასრულებთ იმით, რომ აღსაზრდელად ავიყვანეთ ობოლი ბავშვები. ის ფაქტი, რომ ადამიანებს სჯერათ ჩვენი და გვეხმარებიან კიდეც, მთელ ჩვენს კამპუსს გვაძლევს სტიმულს, – ამბობს მერფი. – ეს, აგრეთვე, კარგია ჩვენი ბავშვებისთვისაც. ისინიც რეგულარულად გასცემენ შესაწირს და გარკვეული სახით, ქველმოქმედები არიან, რადგან ესმით, რომ ისინი თავად ყველაფერს ღებულობენ სხვა ადამიანების გულუხვობის მეშვეობით“.

ჩატვირთვა...