საშობაოდ ვაშინგტონის დაწყებით სკოლაში სატანის სახელობის კლუბი გაიხსნება

სატანის სახელობის კლუბი თავის პირველ შეხვედრას 2016 წლის 14 დეკემბერს, ოთხშაბათს, შობის დადგომამდე 10 დღით ადრე ვაშინგტონში, დაწყებით სკოლაში (Point Defiance) გამართავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შეხვედრა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 3 საათსა და 30 წუთზე ხელოვნების აუდიტორიაში გაიმართება და მასზე მიწვეულნი იქნებიან პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და მომსახურე პერსონალი.

სატანის სახელობის ტაძრის ოფიციალური წარმომადგენელი ტარკუს კლეიპული მოუწოდებს მშობლებს, რომ უარი თქვან ბიბლიის კლუბში ბავშვების ტარებაზე, რადგან იქ მათ სხვა ბავშვებისთვის სახარების გაზიარებას ასწავლიან. მისი განცხადებით, სატანის სახელობის კლუბში ბავშვებს განუვითარებენ ლოგიკას, საკუთარი თავის მართვის და მსჯელობის უნარს. ასევე მათ ასწავლიან, რომ თაყვანი არ უნდა სცენ ღმერთს.

ლუსიენ გრივსმა, სატანის კლუბის ერთ-ერთმა სპიკერმა და სატანის სახელობის ტაძრის დამფუძნებელმა საინფორმაციო პორტალ chritianpost-ს განუცხადა, რომ ის გრძნობს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას: „ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი შეტყობინებები მშობლებისგან ამ რაიონში. ჩვენ გვჯერა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ კლუბი გააგრძელებს არსებობას“. შეგახსენებთ, რომ სატანის ტაძარი სექტემბერში გაიხსნა სალემში, მასაჩუსეტსის შტატში.

ვაშინგტონში არსებული ეს დაწყებილი სკოლა (Point Defiance) ერთადერთი სკოლა არ არის, სადაც სატანის კლუბი გაიხსნა. გასულ კვირას საკრამენტოში, პორტლანდის დაწყებით სკოლაში უკვე შედგა მსგავსი შეხვედრა, რომელიც ადგილობრივმა მორწმუნეებმა გააპროტესტეს.

მიუხედავად მედიის დიდი ინტერესისა აღნიშნული სკოლის ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით აღნიშნულზე არაფერს ამბობს.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...