საფრანგეთში მღვდელი ღვთისმსახურებისას მოკლეს

26 ივლისს , რუენის გარეუბანში, დილის ლოცვების დროს ტაძარში ორი თავდამსხმელი შეიჭრა და 84 წლის მღვდელს ყელი გამოჭრა. ამის შემდეგ მათ ეკლესიაში მყოფი მონაზვნები და მორწმუნეები მძევლად აიყვანეს. საბოლოოდ თავდამსხმელები პოლიციელებმა მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

საფრანგეთში, ეკლესიაზე თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, კერმიჩი პრობაციონერი იყო – საპატიმროდან გამოსაცდელი ვადით იყო გათავისუფლებული და “სათვალთვალო სამაჯურს” ატარებდა – ამის შესახებ BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

პროკურორის ფრანსუა მოლინის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადელ კერმიჩი გასულ წელს ორჯერ დააპატიმრეს, სირიაში შეღწევის ბრალდებით.

ფრანგი სასულიერო პირები სალოცავებში უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას მოითხოვენ. მუსლიმთა, იუდეველთა, ქრისტიანთა და ბუდისტთა ლიდერები ელისეს სასახლეში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდნენ. მათ დაგმეს ეკლესიაზე თავდასხმა და მღვდლის მკვლელობა.

ჩატვირთვა...