საუკუნეების შემდეგ აღმოჩენილი ქრისტეს სამარხი

პირველად, საუკუნეების შემდეგ, ისრაელში მეცნიერ-რესტავრატორებმა აღმოაჩინეს ქვის ფილა, რომელიც ქრისტეს განსასვენებელ ადგილად იყო მიჩნეული. აკლდამა ძველ იერუსალიმში არსებულ უფლის საფლავის ტაძარშია, რომელიც მარმარილოთი გახლავთ  მოპირკეთებული 1555 წლიდან.

ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს სხეული თაროზე ანუ „დასაკრძალავ სარეცელზე“ ესვენა, რომელიც კირქვის გამოქვაბულის მხრიდან იყო გამოკვეთილი რომაელთა მიერ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ახ. წ-აღ-ის 30 ან 33 წელს მოხდა. ქრისტიანული მრწამსის მიხედვით ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, ხოლო სამი დღის შემდეგ ქალებმა, რომლებსაც სურდათ მისი სხეული ნელსაცხებლებლით დაემუშავებინათ, განაცხადეს, რომ სამარხი ცარიელი იყო.

ეს განსასვენებელი თარო გარშემოვლებულია ედიკულით (ლათინური სიტყვა aedicule ნიშნავს „პატარა სახლი“), რომელიც 1808-1810 წლებში აღადგინეს ხანძრის შემდეგ. ამჟამად მიმდინარეობს ედიკულისა და შიდა სამარხის რესტავრაცია. აღდგენით სამუშაოებს ატარებენ ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი მეცნიერები.

დასაკრძალავი სარეცლის აღმოჩენა მკვლევართათვის უპრეცედენტო შესაძლებლობაა ქრისტიანობისათვის ყველაზე წმინდა ადგილის, ქრისტეს სამარხის, შესასწავლად.

თავდაპირველი კლდის ანალიზი საშუალებას მისცემს მათ, რომ უკეთ გაიგონ სამარხის პირვანდელი ფორმა და ისიც, როგორ იქცა იგი თაყვანისცემის ადგილად მას შემდეგ, რაც ის იმპერატორ კონსტანტინეს დედამ, ელენემ აღმოაჩინა ახ. წ. აღ-ის 326 წელს.

 

წყარო: http://news.nationalgeographic.com/

ჩატვირთვა...