დეტროიტში სატანისტურმა ტაძარმა საზეიმოდ ჩამოხსნა საბურველი ბაფომეტის ქანდაკებას

baphometრამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა შაბათს ღამით, 25 ივლისს, დეტროიტის ახალი მკვიდრის სანახავად: დაახლოებით, 3 მეტრის სიმაღლისა და 900 კგ წონის თხისთავიანი ოკულტური კერპისა, რომელიც ბაფომეტის სახელითაა ცნობილი.

ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სატანისტური ტაძრის სახელით, 700 დამსწრის წინაშე საფარველი ჩამოხსნა სპილენძის ფიგურას. ეს მოხდა გასაიდუმლოებულ ადგილას, რადგან ადგილობრივმა რელიგიურმა ჯგუფებმა პროტესტი გამოხატეს და შესაბამისად, სატანისტური ტაძრის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების თავდაპირველი ადგილი შეიცვალა.

ადგილის გასაიდუმლოებამ ნაკლები წინააღმდეგობა გამოიწვია შაბათს, განუცხადეს Fox News-ს სატანისტური ტაძრის დირექტორმა და ნაციონალურმა წარმომადგენელმა ჯექს ბლეკმორმა (Jex Blackmore).

„მოწინააღმდეგენი ცოტა ხნით გამოჩნდნენ იქ, სადაც თავდაპირველად ვიყავით შეკრებილნი და მხოლოდ 30 წუთის შემდეგ დაიშალნენ“, თქბა ბლეკმორმა, „ერთმა ქალმა სცადა შესასვლელის ჩაკეტვა, მაგრამ პოლიციამ გაიყვანა იგი შენობის მფლობელის დახმარებით“.

თავშეყრის ადგილზე წითელი სინათლე იღვრებოდა, „დარკ პანკ“ (dark punk) ბენდები უკრავდნენ მუსიკას და დიჯეებიც სცენიდან უძღვებოდნენ ამ მუსიკალურ გაფორმებას, სცენაზე, რომელიც განათებული ამოტრიალებული ჯვრის ქვეშ იყო განლაგებული. სატანისტური ტაძრის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წარმოთქვეს სიტყვა. წელზემოთ შიშველ რამდენიმე მამაკაცს კი ხელში სანთლები ეჭირა და ქანდაკების აქეთ-იქით იდგნენ მისთვის საბურველის ჩამოხსნამდე.

სატანისტური ტაძრის განცხადებით, ლუციფერის მათეული ცნება მხოლოდ ლიტერატურული ფიგურის მსგავსია. „სატანისტური ტაძრის დანიშნულება გახლავთ კეთილმოსურნეობისა და ემპათიის გამოწვევა ყველა ადამიანში“, წერია ჯგუფის ვებ-გვერდზე.

ქანდაკება ახლა საჯაროდ არ დაიდგმება, სანამ სატანისტური ტაძარი მუდმივ ადგილსამყოფელს არ მიუჩენს ბაფომეტს. ჯგუფი იმედოვნებს, რომ ქანდაკების დადგმას შეძლებს არკანზასის შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ათი მცნების მონუმენტის გვერდით.

 

http://www.foxnews.com/us/2015/07/27/for-one-night-devil-is-in-detroit/

 

ჩატვირთვა...