სატანისტები არკანზასში 10 მცნების საზეიმოდ გახსნილ ძეგლს აპროტესტებენ

0 346

ამერიკის ერთ-ერთ შტატ არკანზასში სატანისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს 10 მცნების ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც შტატის საკანონმდებლო ყრილობის შენობის ტერიტორიაზე მდებარეობს. ისინი ითხოვდნენ, რომ კაპიტოლიუმში მათი ტაძრის საპატივსაცემოდაც აღმართულიყო ბაფომეტის ძეგლი.

საპროტესტო აქციები საკანონმდებლო ორგანოში ძეგლის დამონტაჟების და სპონსორის პოვნის შესახებ 2017 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სენატორმა ჯეისონ რეპერტმა გასულ წელს 10 მცნების ძეგლი დააფინანსა, ის უმავლე საზეიმო განწყობით აღმართეს კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე.

ძეგლის მონტაჟიდან 24 საათის შემდეგ მაიკლ ტეიტ რიდი თავისივე მანქანით შეეცადა გაენადგურებინა ეს ქანდაკება და გამოუვიდა კიდეც, თუმცა ამის გამო ის ადგილზევე დააკავეს და სასამართლოს მეორე დღეს ფსიქიკური აშლილობის დასკვნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკის საიდუმლო სამსახურთან აღიარების შემდეგ მაიკლ ტეიტ რიდმა განაცხადა, რომ თავად სატანამ უთრა მას, გაენადგურებინა ეს ქანდაკება.

ამ აქციას უერთდებოდნენ ათეისტებიც. ისინი განმარტავდნენ, რომ თუ ერთ რელიგიას შეუძლია კაპიტოლიუმში ძეგლის აღმართვა, მაშინ ეს სხვასაც უნდა შეეძლოს, რათა არ მოხდეს ერთი რელიგიის პრივილეგირება სხვათა მიმართ.

სენატორმა ჯეისონ რეპერტმა სოციალურ ქსელში საგანგებოდ დააფიქსირა საკუთარი შეხედულება ამ აქციების შესახებ. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერი გაიზარდა და ბევრია სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობენ შებღალონ იქ მყოფი კულტურა, ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს, თუმცა ამ ადამიანებმაც უნდა სცენ პატივი ჩვენს გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა მან.

ჯეისონ რეპერტი თავის გამოხმაურებაში აგრეთვე შეეხო ბაფომეტის ძეგლსაც და განაცხადა, რომ ეს შეურაცხმყოფელი ქანდაკება კაპიტოლიუმში ვერ აღიმართებოდა.

ამ დროის განმავლობაში ქრისტიან მომიტინგეთა მცირე ჯგუფები მიდიოდნენ კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე, ლოცულობდნენ, გალობდნენ საგალობლებს და კითხულობდნენ ბიბილიურ მუხლებს.

წყარო

თარგმანი: რომა შალამბერიძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...