სასწაული ამერიკაში: ლოცვამ 18 თვის ბავშვის სიცოცხლე იხსნა

გასულ კვირას ტეხასს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. უკვე ცნობილია, რომ 5 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. შაბათს, 29 აპრილს ფილიპსების ოჯახი მანქანით მგზავრობდა ტორნადოს მიერ დაზიანებულ ტერიტორიაზე.

ავტომობილში მშობლებთან ერთად ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა: 18 თვის ედისონი და 4 თვის მარშალი. მანქანა ამოტრიალდა და გზის განაპირა თხრილში ჩავარდა, წყლის ნაკადი ავტომობილის მიმართულებით მიედინებოდა და ავსებდა სალონს. ოჯახი დახმარებას ითხოვდა.

გზად გამვლელი მანქანების მძღოლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამოტრიალებულ ავტომობილში მყოფნი გარეთ გამოეყვანათ. მარშალი მალევე მოვიდა გონს, მაგრამ 18 თვის ედის სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ის არ სუნთქავდა.
შემთხვევის ადგილას გადაღებულ ვიდეოში ისმის ერთ-ერთი თვითხილველის სიტყვები: „იესოს სახელით, ისუნთქე! მიეცი ამ ბავშვს სუნთქვა, ძვირფასო უფალო, იესო. მიეცი სუნთქვა…“

ამ სიტყვების შემდეგ ედი გონს მოეგო. მშობლები და ისინი, ვინც ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარებას უტარებდა, ფიქრობენ, რომ ეს სასწაული იყო. ვიდეო ფეისბუკის გვერდზე ელვის სისწრაფით გავრცელდა და 29 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ორივე ბავშვი ბავშვთა სამედიცინო ცენტრში დალასში გადაიყვანეს. 4 თვის მარშალი ორშაბათს, 1 მაისს გაწერეს, ედი კი ოთხშაბათს, 3 მაისს. თავისი ფეისბუკის გვერდზე ბავშვების მშობლებმა გამოაქვეყნეს სამადლობელი წერილი, სადაც მადლობას უხდიან მათ, ვინც დაეხმარა და ლოცულობდა მათთვის ამ დროის განმავლობაში.

Raw Video: Infant and toddler rescued

TX TORNADO: Good Samaritans save infant and 2-year old who nearly drowned. Follow Verify and see more vids at www.verifytv.comCourtesy: Tom Mitchell. More info: http://bit.ly/2oZnFSJNote: This video is NOT related to Hurricane Harvey.

Posted by David Schechter on 2017 m. balandžio 30 d., sekmadienis

 

ჩატვირთვა...