სამხარეო მოხელე დაპატიმრებულია გეი-ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო

12003945_1049954695015104_5972887667063381739_nკენტუკის შტატში, სამხარეო სასამართლოს მოხელე 49 წლის კიმ დევისი დაპატიმრებულია ერთსქესიანთა წყვილისთვის ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო.

გეი-წყვილმა დევისს ბრალდება წაუყენა, ხოლო სამხარეო მოსამართლე დევიდ ბენინგმა დევისი დამნაშავედ ცნო სასამართლოსადმი უპატივცემულობაში, რომელმაც დააკანონა ერსქესიანთა ქორწინება.

თავად კიმ დევისის უარი განპირობებულია რელიგიურ მოსაზრებებით. ის გახლავთ სამოციქულო ქრისტიანული ეკლესიის წევრი. სასამართლო პროცესის დროს დევისმა განმარტა: „მე თუ ვარეგისტრირებ ქორწინებას, რომელიც არ შეიძლება განისაზღვროს, როგორც ღვთისგან კურთხეული ქორწინება, ეს ანგრევს ჩემს პრინციპებს, რწმენას და იქნება ჩემი სინდისის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე არ მინდა, რომ ერთსქესიანი წყვილის ქორწინების მოწმობაში იყოს მითითებული ჩემი სახელი“, – განაცხადა დევისმა.

გეი-წყვილის ადვოკატებმა მოსამართლეს დევისის გათავისუფლება შესთავაზეს, თუკი ის შეწყვეტდა კანონის დარღვევას. მოსამართლემ განმეორებით გამოიძახა დარბაზში ქალბატონო დევისი, თუმცა მან უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე და თქვა, რომ არ დათმობდა.

„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, ეს არის არჩევანი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. მე გამოვხატავ ჩემს მორჩილებას ღვთისადმი. არ ვგრძნობ ვინმესადმი სიძულვილს. აქ, უბრალოდ, საუბარია ქორწინებასა და ღვთის სიტყვაზე“, − განმარტა კიმ დევისმა.

კიმ დევისის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეთა, ასევე მაღალჩინოსან და ცნობილ ადამიანთა მხრიდან.

ცნობილმა ტელემახარებელმა პეტ რობინსონმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: „ჰომოსექსუალისტების მიზანი ის კი არ არის, რომ ისინი მიიღოს და აღიაროს საზოგადოებამ, მათ არა მხოლოდ თავისუფლება სურთ, არამედ ის, რომ ყველა, ვინც მათ არ ეთანხმება, დაისაჯოს და ციხეში აღმოჩნდეს“.

დევისის მხარდასაჭერად გამოვიდა აგრეთვე ცნობილი ევანგელისტი ფრანკლინ გრემი, რომელმაც ყველა ქრისტიანს მოუწოდა კიმ დევისისთვის ლოცვისკენ: „ეს არის სწორედ ის, რასაც ველოდით, როდესაც ამ წლის ზაფხულში ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ამერიკელებს, ჩვენი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების გარანტიას გვაძლევს. კიმი ჩაერთო ამ ბრძოლაში და დაიწყო რელიგიური თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანისთვის. მოდით, გავაგრძელოთ მისთვის ლოცვა,“ – დაწერა მან თავისი Facebook-ის გვერდზე. https://www.facebook.com/FranklinGraham

თავის მხრივ, კენტუკის გუბერნატორის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის პრეტენდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სუფევს ისეთი კლიმატი, როდესაც რელიგიური თავისუფლება შეუძლებელია. მისი სიტყვებით, კიმის დაკავება უაზროა, რადგანაც არსებობს პრობლემის გადაჭრის მარტივი გზები, რომელიც ადამიანთა უფლებების პატივისცემას მოაზრებს.

აგრეთვე, მაიკ ჰაკაბი (Mike Huckabee) რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი, აცხადებს, რომ ამერიკა ქრისტიანობის კრიმინალიზაციის გზაზე დგას.

კიმ დევისი: „მე მინდა მქონდეს შესაძლებლობა ვიყო თავისუფალი; თუ ერთსქესიან წყვილებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი, რატომ არ შემიძლია ამის გაკათება მე?“

 

http://316news.org/novosti/klerka-posadili-v-tyurmu-za-otkaz-registracii-gej-braka/

ჩატვირთვა...