„სამსონი” – ახალი ფილმი მსოფლიოს კინოეკრანებზე

0 875

პოპულარულმა ქრისტიანულმა ფილმების მწარმოებელმა კომპანიამ Pure Flix Entertainment გამოუშვა ოფიციალური ტრეილერი ბიბლიური ეპიკური ფილმისა „სამსონი“.

ფილმში მონაწილეობენ ბილი ზეინი, ოქროს გლობუსის მფლობელი რუტგერ ჰაუერი, ჯექსონ რეთბოუნი, ლინდსი ვაგნერი, ქეითლინ ლეჰი და ტეილორ ჯეიმსი სამსონის როლში.

„ფილმი ეფუძნება ბიბლიური გმირის, სამსონის ამბავს, რომელიც ამორჩეული იყო ღვთის მიერ ისრაელის გასათავისუფლებლად. თავისი ზებუნებრივი ძალა და იმპულსური გადაწყვეტილებები უბიძგებდა მას მჩაგვრელ ფილისტიმელთა წინააღმდეგ მოქმედებისკენ. ცოლის გამცემლობის შედეგად სამსონს ატყვევებენ და თვალებს სთხრიან მტრები. ის მოუხმობს უფალს და კიდევ ერთხელ სთხოვს ზებუნებრივი ძალის მინიჭებას და თავის ტყვეობასა და სიბრმავეს საბოლოო გამარჯვებად აქცევს“, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ჩატვირთვა...