რუსული ანტი-სამახარობლო კანონის საფუძველზე ამერიკელი მისიონერის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამერიკელ მისიონერს ბრალი ედება ახალი ანტი-ევანგელისტური კანონის დარღვევაში და მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ბრალდება გაასაჩივრა, მისი საჩივარი უარყოფილი იქნა.

The Christian Postis-ის თანახმად, ხუცესი დონალდ ოსევაარდე, მოსკოვიდან 360 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ორიოლში უკვე 15 წელია ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ არალეგალური მისიონერული საქმიანობის გამო დაედო ბრალი.

რუსეთის ახალი ანტი-სამახარებლო კანონი მიმართულია ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ, თუმცა უამრავი ქრისტიანი შიშობს, რომ სახელმწიფო ამ კანონს რელიგიის გაკონტროლების მიზნით გამოიყენებს.
„დიადი დავალების მედია მსახურების“ (“Great Commission Media Ministries“) პრეზიდენტი ჰანუ ჰაუკა ახალ კანონებს საბჭოთა კავშირის დროს გატარებულ ღონისძიებებს ადარებს:

„ახლა არსებული ვითარება 1929 წლის საბჭოთა კავშირის პერიოდს ჰგავს. იმ დროს რწმენის აღიარება მხოლოდ ეკლესიებში იყო დაშვებული. პრაქტიკულად, ჩვენ წარსულში, იმავე პერიოდში დავბრუნდით. ეს ანტი-ტერორისტული კანონები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად შემზღუდველი კანონებია პოსტ-საბჭოთა ისტორიაში.“

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ოსევაარდეს საჩივარი არ იქნა დააკმაყოფილეს, ოსევაარდე გააგრძელებს დავას ამ საკითხზე.

„სხვა ქრისტიანულ უმცირესობათა მსგავსად, დონალდიც აცნობიერებს, ამ არქაული კანონის გამო, მისი და ასევე სხვების წინააღმდეგ უსამართლოდ აღძრულ საქმეთა მნიშვნელობას“, − განაცხადა საერთაშორისო ქრისტიანული კავშირის (International Christian Concern) რუსული პროგრამის კოორდინატორმა ენდრიუ კერიმ.

ჩატვირთვა...