რუსეთში ევანგელიზაციას კანონი აკრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს , რომელიც კრძალავს ევანგელიზაციას ეკლესიის შენობის გარეთ, რამაც რუსეთში მცხოვრებ ქრისტიანებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

“ახალი კანონი მძიმე დარტყმაა ქრისტიანებისთვის, რომელთაც ეკრძალებათ რელიგიურ თემებზე ქადაგება და სწავლება ეკლესიის შენობის გარეთ. კანონი თითქოს მიზნად ისახავდა ქვეყნის ტერორიზმისგან დაცვას , თუმცა იგი თავისი შინაარსით დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის აკრძალვებისგან. ” – იუწყება ,,The Christian Post”-ი.

მედია განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა (Hannu Haukka) ქვეყნის წამყვან რელიგიურ მაუწყებელთან (NRB) საუბრისას განაცხადა , რომ სიტუაცია ძალიან ჰგავს საბჭოთა პერიოდის (1929წ.) კანონს, რომლის მიხედვით რწმენა დასაშვები იყო მხოლოდ ეკლესიაში. მისი აზრით, ეს ადამიანის თავისუფლების ყველაზე შემზღუდავი კანონია ანტიტერორისტულ კანონებს შორის.

უამრავი მორწმუნე ლოცულობს და ითხოვს კანონის გაუქმებას. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ არ აპირებს აღნიშნულ კანონს დაემორჩილოს. ათასობით ეკლესია გაერთიანდა და ლოცულობს ამ საკითხზე რუსეთში , რათა კვლავ თავისუფლად შეძლოს სახარების გავრცელება. ისინი მოუწოდებენ ყველა ქრისტიანს შეუერთდნენ მათ ლოცვებში .

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...