რომის პაპმა ყველა კათოლიკე მღვდელს აბორტის ცოდვის მიტევების უფლება განუსაზღვრელი ვადით გაუხანგრძლივა

რომის პაპმა ფრანცისკემ ყველა კათოლიკე მღვდელს განუსაზღვრელი ვადით გაუხანგრძლივა უფლება ერთ-ერთი მძიმე ცოდვის, აბორტის, მისატევებლად. ადრე მსგავსი უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს და საგანგებო მოძღვრებს ჰქონდათ.

კათოლიციზმში აბორტი იმდენად დიდ ცოდვად მიიჩნევა, რომ ეკლესიიდან მისი ჩამდენის ავტომატურ განკვეთას ითვალისწინებს“, – იუწყება BBC.

ეპისტოლეში, რომელიც ვატიკანმა ამა წლის 21 ნოემბერს გაავრცელა, რომის პაპი ფრანცისკე წერდა, რომ „არ არსებობს ცოდვა, რომელიც არ მოგვეტევება, თუკი უფალს პატიებას მთელი გულით ვთხოვთ“. ამავე წერილში რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბორტი მძიმე ცოდვაა, რადგან ის უდანაშაულო ადამიანის ცხოვრებას ასამარებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან პაპმა მღვდლებს დროებითი უფლება მისცა აბორტის ცოდვის მისატევებლად იმ ქალებისთვის, ვინც ამას მთელი გულით ნანობდა. მაშინდელი განცხადებით, ახალი წესი ერთი წლის მანძილზე იმოქმედებდა და საიუბილეო მიმტევებლობის წელს უკავშირდებოდა, რომელსაც კათოლიკეები 25 წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...