რელიგიური სტუდენტების ზნეობრიობა გაცილებით მაღალია ათეისტების ზნეობრიობასთან შედარებით

students-prayingრელიგიური სტუდენტების ზნეობრიობა გაცილებით მაღალია ათეისტ ან აგნოსტიკოს სტუდენტთა ზნეობრიობასთან შედარებით. ასეთი შედეგები გამოავლინა დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში «Jubilee Centre for Character and Virtues» მიერ ჩატარებულმა კვლევამ, იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com Christian Today-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოკითხვაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის 68 სკოლის ათი ათას ორასი სტუდენტი და 250 მასწავლებელი. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. მკვლევრები ინტერვიუებს იწერდნენ და რესპოდენტებს სხვადასხვა ტესტს აძლევდნენ გასაკეთებლად.

გამოკვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ რელიგიური სტუდენტების მორალური პრინციპები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ ან არაფრის არ სწამთ. გარდა ამისა, გამოკვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ სტუდენტ გოგონათა მორალი გაცილებით აღემატება ვაჟ-სტუდენტთა მორალს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ქრისტიანული სკოლების მოწაფეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ამ მოსწავლეთა მორალური პრინციპები ბევრად მაღალია მათთან შედარებით, რომლებიც სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ.

„ჩვენი დროის ყველაზე ღირსშესანიშნავი გამოკვლევანი ეთიკის სფეროში მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ჩვენ უნდა ავაღორძინოთ სიბრძნის უძველესი პრინციპები. ადამიანს კარგი მორალური პრინციპები უნდა გააჩნდეს, რათა შეძლოს ეთიკური, მორალური და ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრება. მორალური პრინციპები დაგვეხმარება სამართლიანი, ნაყოფიერი და თანაგრძნობის გამოხატვის უნარის მქონე საზოგადოების შექმნაში,“ – აღნიშნა თომას ლიკონამ (Thomas Lickona), ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

ჩატვირთვა...