„შარლი ებდოს“ სასამართლო ემუქრება

За-карикатуры-утонувшего-сирийского-мальчика-журналу-грозит-суд-700x454სკანდალურად ცნობილ ფრანგულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ემუქრება სასამართლო ზღვაში დამხრჩვალი პატარა სირიელი აილანის კარიკატურებისთვის.
ბავშვი დაიღუპა სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ნავი, რომელშიც სხვა ლტოლვილებიც იმყოფებოდნენ, გადატრიალდა. დაღუპული ბავშვი თურქეთის სანაპიროზე მაშველმა იპოვა. სწორედ ამის შესახებ გამოქვეყნა რამდენიმე კარიკატურა ჟურნალმა (იხ. http://jesus.ge/?p=8365).

ბრიტანელმა იურისტმა პეტერ ჰერბეტმა ჟურნალს „რასისტული, ქსენოფობური“ უწოდა… რომელიც საფრანგეთის მორალურ გახრწნილებას ასახავს“. მან განაცხადა, რომ შავკანიან ადვოკატთა საზოგადოება (SBL), რომლის თავმჯდომარეც თავად გახლავთ, აპირებს ჟურნალის პუბლიკაციისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელის შეტანას, რადგან, ადვოკატთა აზრით, ჟურნალი შეუწყნარებლობისა და ჩაგვრის და შევიწროებას პროპაგანდას ეწევა.

„შავკანიან ადვოკატთა საზოგადოება“ განიხილავს სასამართლოში ჟურნალის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას შეუწყნარებლობისა და ჩაგვრისათვის ხელის შეწყობის გამო“, – წერს ჰერბერტი Twitter-ში.

წყარო: http://316news.org

ჩატვირთვა...