ლაოსში პროტესტანტი ხუცესი მოკლეს

259460-R3L8T8D-750-Du2QQlA10-300x195გასულ კვირას ლაოსის პროვინცია ლუანგპრაბანგში პოლიციელებმა მოკლეს პროტესტანტი ხუცესი სინგკეაუ ვონგონფენგი (Singkeaw Wongkongpheng).

არასამთავრობო ორგანიზაცია („ადამიანის უფლებათა მონიტორინგი – რელიგიური თავისუფლება ლაოსში“) მონაცემებით, ხუთი მამაკაცი შევიდა ნა-ანგის დასახლებაში მდებარე ხუცესის სახლში და მისი მეუღლე დაიჭირა. სინგეკაუ ცოლს მიეშველა, მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა სამჯერ ჩაარტყეს დანა ზურგში და გაიქცნენ.

ხუცესის ვაჟი დაეწია მათ და ერთი მათგანი დაჭრა კიდეც, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი შემდეგ. გამოირკვა, რომ ეს გახლდათ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ციხეში მცველად მუშაობდა.

ლუანგპრაბანგში მცხოვრები ქრისტიანები ვარაუდობენ, რომ პოლიციელებს სურდათ ხუცესისა და მისი მეუღლის მოტაცება.

ხუცეს სინგეკაუს მრევლი 58 ადამიანს ითვლის. ისინი, ვინც მას იცნობდა, ამოწმებენ, რომ ხუცესი კანონმორჩილი მოქალაქე იყო და მოკრძალებულად ცხოვრობდა. ადრე ლაოსის ხელისუფალნი მას ქადაგებას უკრძალავდნენ. „ადამიანის უფლებათა მონიტორინგმა“ ამ მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა ლაოსის ხელისუფლებას.

316NEWS со ссылкой на Cедмица.RU

ჩატვირთვა...