პროტესტანტებისა და კათოლიკეების შერიგება 500 წლის შემდეგ რეფორმაციიდან

“კათოლიკები და პროტესტანტები მომავალ წელს ერთად აღნიშნავენ 500 წლისთავს რეფორმაციიდან. ეს არის საუკუნეების მანძილზე არსებული შეურიგებლობის დასასრული და ახლის დასაწყისი. ” – განაცხადა ჰაინრიხ ბედფორდმა (გერმანიის ევანგელური ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარე) ბერლინში 16 მაისს გამართულ პრესკომფერენციაზე.

ღონისძიებისთვის სპეციალურად შეირჩა 2017 წლის 31 ოქტომბერი, რადგან ამ დღეს 500 წელი სრულდება მარტინ ლუთერის მიერ 95 თეზისის გამოქვეყნებიდან. რეფორმაციამ სათავე დაუდო პროტესტანტულ ეკლესიებს, რომლებიც გამოეყვნენ კათოლიკურ ეკლესიას პროტესტის ნიშნად, მასში არსებული კორუფციისა და სასულიერო შეცდომების გამო. ამ ყველაფერს მოჰყვა დევნის ტალღა, კულტურული და რელიგიური დაყოფა, რაც დღეს აღარ არსებობს.

” ბოლო წლებში კათოლიკეებმა და ლუთერანებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოძღვრებისეულ საკითხებში. ჩვენ უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, მივუტევოთ და ვისწრაფვოთ იმ ჭრილობების განკურნებისთვის, რომელთაც ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ვაყენებდით.” – განაცხადა ეპისკოპოსმა ჰაინრიხმა.

2017 წელს, მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია საერთო მსახურებები და სხვადასხვა აქტივობები მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა “რეფორმაცია, მხოლოდ გერმანული საქმე არ არის”. 2017 წლის 20 მაისს სტარტს აიღებს 4 თვიანი მსოფლიო რეფორმაციის გამოფენა , მაისშივე 100 000მდე მორწმუნეს ელიან ბერლინში , ღია ცის ქვეშ გაერთიანებულ მსახურებებზე. მანამდე კი რეფორმაციის აღსანიშნავი მოგზაურობა დაიწყება ჟენევადან ( ჯონ კალვინის საპატივსაცემოდ) სპეციალური სატვირთოთი და 19 ქვეყანას მოივლის.

წყაროhttp://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...