პოლ ვოშერმა გულის შეტევა და სასწრაფო ოპერაცია გადაიტანა

 55 წლის პოლ ვოშერი, ერთ-ერთი ცნობილი ევანგელისტი მქადაგებელი, დამაარსებელი და დირექტორი მისიონერული საზოგადოებისა «HeartCry», 20 მარტს კლინიკაში მოათავსეს გულის შეტევის გამო, სადაც გულის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ვოშერის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლ ვოშერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ევანგელისტი მქადაგებელია. ის რეგულარულად ატარებს სემინარებსა და კონფერენციებს მთელ მსოფლიოში. მის მიერ დაარსებული მისიონერული საზოგადოება «HeartCry» ამზადებს და მხარს უჭერს ასობით მისიონერს.

ის ქრისტიანობაზე მოექცა ტეხასის უნივერსიტეტში სწავლისას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სამხრეთის ბაპტისტთა საღვთისმეტყველო სემინარია დაამთავრა და ათი წლით პერუში გაემგზავრა მისიონერად. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ვოშერმა დააფუძნა ზემოხსენებული მისიონერული საზოგადოება პერუში ახალი ეკლესიების დაარსებისა და მხარდაჭერის მიზნით. დროთა განმავლობაში მისმა საზოგადოებამ დაიწყო ანალოგიური შრომის გაწევა სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...