„პატიმრები სიცოცხლეს იესო ქრისტეს უძღვნიდნენ“ − ირანელი ხუცესი რწმენის გამო ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს

0 190

მოჯტაბა ჰუსეინი ერთ დროს იატაკქვეშა საშინაო ეკლესიის მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ირანში.

2005 წელს იგი „ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

ცოტა ხნის წინ ჰუსეინმა ორგანიზაცია „ღია კარებს“ უთხრა, რომ განზრახული აქვს განაგრძოს შრომა იმისათვის, რომ ირანში ეკლესია გაიზარდოს, მიუხედავად ისლამური მთავრობის მიერ განხორციელებული დევნისა.

„რატომ არ შევწყვიტე შრომა ეკლესიებისთვის მას შემდეგ, რაც პირველად დამაპატიმრეს?“ – ღიმილით აღნიშნა მოჯტაბამ ინტერვიუში. „ზუსტად არ ვიცი. არ არსებობს ლოგიკური ახსნა ამისათვის, მაგრამ ვიგრძენით, რომ უფალს სურდა გაგვეგრძელებინა შრომა და ისიც ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დავეპატიმრებინეთ.“

სწორედ უფალმა მოუწოდა ციხეში მყოფ ჰუსეინს, რომ იქ მყოფი სხვა ადამიანებისთვისაც ეუწყებინა უფლის შესახებ. ბევრი ინანიებდა და ლოცულობდა. ჰუსეინს უნდოდა ბიბლიები დაერიგებინა პატიმრებისათვის, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობდა. შემდეგ ღმერთმა გასაოცარი გზით მოუვლინა დახმარება მას. საპატიმროს იმამმა, რომელიც გაოცებული იყო ღვთისადმი მათი ერთგულებით, დახმარება შესთავაზა მათ. მას ბიბლიის ფურცლების ქსეროასლები შეჰქონდა ციხეში და ამბობდა, რომ ეს ინგლისური ენის გაკვეთილები იყო.

ჰუსეინის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც იმავე საკანში იყო, წმინდა წერილს სპარსულად თარგმნიდა. შემდეგ ჰუსეინმა გადაიღო ბიბლიის ფურცლების ასლები და პატიმრებს დაურიგა.

ბიბლიებს სხვა საკნებში მყოფი პატიმრებიც ითხოვდნენ.

„არასოდეს მითხოვია უფლისათვის, რომ ციხიდან გავეთავისუფლებინე. შემიძლია უფალს ყველგან ვემსახურო, ციხეშიც და მის გარეთაც. შემიძლია ღმერთის სასუფეველს ვემსახურო იქ, სადაც უფალი ისურვებს.“ – ამბობს ჰუსეინი.

 

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...