პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპროტესტებენ

ერთსქესიანთა ქორწინების ათასობით მოწინააღმდეგე გამოვიდა პარიზის ქუჩებში კვირას, 16 ოქტომბერს, რათა დაეცვათ ოჯახურ ფასეულობათა შესახებ საკუთარი შეხედულება იმ იმედით, რომ ეს აქტუალური საკითხი იქნებოდა პოლიტიკური დებატებისას მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

პოლიციის ცნობით, აქციაში 24 000 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რაც გაცილებით ნაკლებია იმ კონსერვატიულ და განსაკუთრებით რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელ დემონსტრანტებთან შედარებით, რომელთა რიცხვმაც 2012 და 2013 წლებში რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწია.

სოციალისტურმა მთავრობამ ერთსქესიანთა ქორწინება 2013 წელს დააკანონა, რასაც „ქორწინება ყველასთვის“ ეწოდა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მიზანია ზეწოლა მოახდინონ მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსებზე, რომლებიც საპრეზიდენტო პრაიმერის გამართვას აპირებენ ნოემბერში, რათა მათი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აღნიშნული კანონი გაუქმდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ დამტკიცდა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ პროტესტის გამოხატვას, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ეს კარგი არ არის და ჩვენ გვსურს მისი გაუქმება. ჩვენ ასევე გვსურს ზემოქმედება მოვახდინოთ პოლიტიკურ დებატებზე, რომლებიც მომავალ თვეს დაიწყება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, 2017 წლის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, იგი არ გააუქმებს ერთქესიანთა ქორწინებას. მისივე თქმით, საფრანგეთს გაცილებით რთული პრობლემები აქვს გადასწყვეტი, როგორებიცაა ტერორიზმი და უმუშევრობა.

წყარო: http://www.nbcnews.com/

ჩატვირთვა...