პარიზის გამოღვიძება: 7000 კათოლიკე მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა ქალაქის ქუჩებში

Пробуждение-Парижа-7-000-католиков-на-коленях-молились-на-улицах-696x451პარიზში, დაახლოებით, 7 000 კათოლიკე გამოვიდა ქალაქის ქუჩებში იმისათვის, რომ მუხლებზე დაჩოქილთ ელოცათ. სხვადასხვა კათოლიკური ეკლესიის მღვდლები და მრევლის წევრები გამოვიდნენ დევნისა და მკრეხელობის წინააღმდეგ. იქ მყოფთაგან მრავალი კითხულობდა ლოცვებს რწმენის გამო დევნილთა და იმ ქრისტიანთა გამო, რომლებიც იმ დროს იქ არ იმყოფებოდნენ, იუწყება 316 NEWS Elyon-ზე დაყრდნობით.

მორწმუნეებმა დემონსტრაცია გამართეს ღვთისმგმობელობის წინააღმდეგ მოედანზე l’Alma et le Rond-point-ს მოედანსა და ელისეს მინდვრებზე. მთელი პროცესი ვიდეოზე იქნა გადაღებული, რომელმაც საოცარი წარმატება მოიპოვა ინტერნეტში.

ისევე, როგორც ტრადიციული სამლოცველოები, იმ მხარეში არსებული ეკლესიებიც გვერდით დაუდგნენ სხვადასხვა სამრევლოს მღვდლებს, რომლებიც ერთად ლოცულობდნენ ქრისტიანების განმტკიცებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ რწმენის გამო ძალადობისა და ქრისტეს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შედეგად. ჟურნალისტები და დამსწრენი გაოცებულნი იყვნენ მღვდლების  გულითადი და მხურვალე ლოცვით, რომლებიც მუხლებზე დაჩოქილნი იდგნენ ქალაქის ქუჩებში.

ქრისტიანები იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ დასწყისია და უახლოეს მომავალში, ისინი დამტკიცებენ, რომ საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული მიწაა. „ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენ შევძლებთ მსგავსი ერთობლივი ლოცვების ჩატარებას ქვეყნის ყოველ ქალაქში. კათოლიკეები დაუსჯელად აღარ დატოვებენ ღვთისა და საფრანგეთის მომავლის რწმენისადმი შეურაცხყოფასა და დაცინვას“, – აცხადებენ მღვდლები.

სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანებმა გადასცეს განცხადება ოფიციალურ პირებს, რომელშიც წერენ, რომ „ღვთის ხატება არ უნდა იყოს შებღალული“.

მღვდლების განცხადების თანახმად, ეს ყოველივე მიმართულია არა ხელოვნებაში თავისუფლების ან, ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ, არამედ მათი რწმენისა და რელიგიისადმი ყველაზე უბრალო პატივისცემის მისაღებად.

ერთიანი ლოცვის შემდეგ ათასობით ახალგაზრდამ გადაწყვიტა ერთობლივად ლოცვა რამდენიმე თვის განმავლობაში.

 

წყარო: https://www.facebook.com/elyon.fr/posts/843140182465795?hc_location=ufi

http://316news.org/novosti/probuzhdenie-parizha-7-000-katolikov-na-kolenyax-molilis-na-ulicax/

ჩატვირთვა...