პაპი ფრანცისკე უახლოეს თვეებში ორჯერ ეწვევა სამხრეთ კავკასიას.

წმინდა ტახტის პრესსამსახურმა გამოაცხადა რომის პაპის გამგზავრების თარიღები: სომხეთში 24-26 ივნისი, საქართველოსა და აზერბაიჯანში 30 სექტემბერი-2 ოქტომბერი.

რომის პაპი შეასრულებს მორიგ ტურნეს ევროპის კონტინენტზე. სომხეთი (ითვლება პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა) და საქართველო (სომხეთზე არცთუ ისე გვიან, ასევე ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა) ძველი დროიდანვე ითვლება ქრისტიანული სამყაროს ნაწილად, აზერბაიჯანი კი მიეკუთვნება ისლამის სამყაროს.

ამ მოგზაურობით პაპი ფრანცისკე გაიმეორებს იოანე პავლე II-ს გზას, რომელიც ეწვია სომხეთს 2001 წელს, საქართველოს 1999 წელს, ხოლო აზერბაიჯანს 2002 წელს.

წყაროhttps://www.washingtonpost.com

ჩატვირთვა...