პაპი ფრანცისკე აღნიშნავს რეფორმაციის 500 წლისთავს შვედეთში

პაპმა ფრანცისკემ მონაწილეობა მიიღო რეფორმაციის 500 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებებში შვედეთში ვიზიტისას.

პაპმა მოუწოდა კათოლიკეებსა და ლუთერანებს „გამოასწორონ“ ისტორია და წარსული პატიოსნად შეაფასონ „შეცდომების აღიარებითა და ერთმანეთისათვის მიტევებით“.

1517 წლის 31 ოქტომბერს, გერმანელმა ღვთისმეტყველმა, მარტინ ლუთერმა, თავისი 95 თეზისი მიალურსმა კათოლიკური ეკლესიის კარზე.

პაპი ფრანცისკე და ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლები ესწრებოდნენ საყოველთაო ლოცვით მსახურებას, რომელიც ჩატარდა ორშაბათს, სამხრეთ შვედეთში მდებარე ლუნდის კათედრალში.

რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა დადებითად შეაფასა რეფორმაცია და თქვა, რომ სწორედ რეფორმაციის წყალობით დაიკავა წმინდა წერილმა ცენტრალური ადგილი  ეკლესიის ცხოვრებაში.

ლუთერის პამფლეტი იყო შეტევა კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ დარღვევათა წინააღმდეგ; მისი ნაშრომებსა და ქმედებებს კი უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა იმ სქიზმაში, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობად იქცა და რომელიც ცნობილია რეფორმაციის სახელით.

მარტინ ლუთერი განკვეთეს კათოლიკური ეკლესიიდან, მაგრამ მისი სწავლებანი მთელ ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა. ამას მოჰყვა რელიგიური ომები ევროპაში, რომლებიც ათეულობით წლები გრძელდებოდა.

შვედეთის ეკლესია პროტესტანტიზმის ლუთერანული შტოს ნაწილია, თუმცა სახელმწიფო, მნიშვნელოვანწილად, სეკულარულია.

რომაულ-კათოლიკური ეკლესიის და ლუთერანთა მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ განცხდებაში ნათქვამია, რომ ეს ორი მხარე „ერთმანეთისთვის უცხონი აღარ არიან“ და რომ მათი ერთობლივი მიზანია ორივე ეკლესიის წევრების თავმოყრა ზიარების სუფრასთან.

პაპმა ფრანცისკემ ადრეც დადებითად შეაფასა ლუთერი იმ დროს კათოლიკურ ეკლესიაში ფესვგადგმული მექრთამეობისა და სიხარბის წინააღმდეგ ბრძოლის გამო.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...