პაპი ბოდიშს უხდის „პირველ ევანგელისტებს“ დევნისთვის

 WaldoAtLutherDenkmalპაპმა ფრანცისკმა, ივნისის ბოლოს,  ბოდიში მოუხადა „უძველეს ევანგელურ ეკლესიას“, კათოლიკური ეკლესიის მიერ შუა საუკუნეებში განხორციელებული დევნის გამო. ქრისტიანული ეკლესია „Waldensians“-ის წევრები წლების  განმავლობაში იტანჯებოდნენ  დევნის,  გაუპატიურების, ძარცვის და მკვლელობათა გამო იმ  პერიოდში, როცა კათოლიკური ეკლესია ცდილობდა მათ დაჩოქებას.

ამავდროულად, NBC- ის წამყვანმა ბრაიან უილიამსმაც დაარღვია სიჩუმე და დაიწყო თავისი გახმაურებული „ბოდიშის ტური“, ჩუმად ნათქვამი აღსარება ვატიკანიდან, რომელიც გახმაურება ჰპოვა:  „კათოლიკური ეკლესიის ნაწილის სახელით, მე გთხოვთ პატიებას. ამას გთხოვთ იმ არაადამიანური დამოკიდებულებისა და ქცევისთვის, რასაც ჩვენ ვიჩენდით თქვენ მიმართ“.

„უფალ იესო ქრისტეს სახელით გთხოვთ, გვაპატიეთ!“ – განაცხადა პაპმა თავისი პირველი  ვიზიტის დროს ვალდენსების ეკლესიაში.

ვალდენსების ეკლესია დაარსდა მე-12  საუკუნეში პიტერ ვალდოს მიერ, მას შემდეგ, რაც მან დათმო თავისი ქონება და ხელი ღარიბულ ცხოვრებას და ქადაგებას მიჰყო.

ვალდოს სამონასტრო ცხოვრების წესი და იდეები მსგავსი იყო პაპის სეხნიის, ფრანცისკ ასიზელის იდეოლოგიისა, მაგრამ მისი დაჟინებული  ქადაგების გამო, რომელიც მიმართული იყო   ეკლესიებში არსებული გადაჭარბებული  ნორმების წინააღმდეგ, იგი ეკლესიიდან განკვეთეს.

ვალდენსები დასახლდნენ  იტალიაში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. პატარა ჯგუფი წლების  განმავლობაში იტანჯებოდა დევნის გამო, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მხრიდან განიცდიდა. 1655 წლის აღდგომის კვირაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხოცვა-ჟლეტის დროს, 1700 ვალდენსი მოკლეს.

„ვალდენსების ისტორია არის წმინდა წერილის ერთგულების და შეუპოვრობის ისტორია − ამბავი, რომელიც უნდა შთაგვაგონებდეს“, –  წერდა გაზეთი „ქრისტიანული ისტორია“  1989 წლის გამოცემაში, რომელიც მიეძღვნა ვალდენსებს.

პაპმა ფრანცისკმა ბოდიში მოიხადა ქალაქ ტურინში, სადაც აღდგომის ხოცვა-ჟლეტა მოხდა.

„პაპმა ინოკენტი III-მ აღიარა ფრანცისკის ახალი რელიგიური კანონები 1210 წელს  ვალდოს წარმატების გამო“, _   წერდა მარკ სილკი, რომელიც სამების კოლეჯთან არსებული ცენტრის (რელიგიის სწავლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში) დირექტორი გახლდათ.

ვალდენსებთან დამეგობრება და ბოდიშის მოხდა არ გახლდათ კათოლიკური ეკლესიის ახლანდელი ლიდერის მიერ გადადგმული ეკუმენისტური ნაბიჯი. მათთან თანამშრომლობის შესახებ საუბრისას, პაპმა გამოხატა, რომ იცის, რა ერთგული ქრისტიანები არიან ვალდენსები.

გასულ წელს პაპმა ფრანცისკმა ასევე ბოდიში მოუხადა „ორმოცდაათიანელებს“, იტალიის ფაშისტური რეჟიმის დროს განხორციელებული დევნისთვის, რომელიც მათ რწმენის აღიარების უფლებას არ აძლევდა.

წყარო: http://www.christianitytoday.com

თარგმნა: ანნა ხატიძემ

 

 

ჩატვირთვა...