პაკისტანში 14 წლის ბიჭუნას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს იმის გამო, რომ საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდა

552bccc0-bacd-ef00-bacd-ef0fe7237ee0.photo.0ლახორი. ორი მუსლიმი მიუახლოვდა 14 წლის ბიჭუნას და დაინტერესდა მისი რელიგიური კუთვნილებით და, როდესაც ბიჭუნამ უპასუხა, რომ ის ქრისტიანი გახლდათ, მუსლიმებმა ნავთი გაადასხეს მას და ცეცხლი წაუკიდეს.
ბიჭუნა, რომელსაც სახელად ნუამანი ჰქვია, ამჟამად ლახორის საავადმყოფოში (Meo Hospital) იმყოფება. მან კანის საფარის 55%-ზე მეტი დამწვრობა მიიღო, იტყობინება Christian Post.

თავდასხმა განხორციელდა პარასკევს, იმ დროს, როცა მუსლიმთათვის ნამაზის შესრულების დრო იყო.
„მე მათ ვუთხარი, რომ ქრისტიანი ვარ, მათ კი ცემა დამიწყეს. გაქცევა რომ ვცადე, დამეწივნენ, ნავთი გადამასხეს და ცეცხლი წამიკიდეს. სირბილი განვაგრძე, სანამ ქვიშაზე არ დავეცი, ადამიანები მოცვივდნენ და ქვიშას მაყრიდნენ, მერე გონება დავკარგე“, – იხსენებს ბიჭუნა.

ხსენებული თავდასხმა შეიძლება უკავშირდებოდეს ცოტა ხნის წინ ქრისტიანულ თემთა საპროტესტო გამოსვლას 15 მარტს, ლახორის ეკლესიაზე ისლამისტი ტერორისტების მიერ განხორციელებული შეტევის წინააღმდეგ, წერს Christian Post.

ჩატვირთვა...