პაკისტანში „ღვთისმგმობელი პოსტის” გამო მოზარდის ჩამოხრჩობა მოითხოვეს

ათასამდე ქრისტიანულმა ოჯახმა დატოვა საკუთარი სახლები ლახორში, პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქში, მას შემდეგ რაც მუსლიმანები დაემუქრნენ მათ ახალგაზრდა ქრისტიანის ჩამოხრჩობით იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა „ღვთისმგმობელი პოსტი“ დაწერა თავისი ფეისბუკის გვერდზე.

BosNewsLife-ს ცნობით, მოწინააღდეგეები ადგილობრივი ქრისტიანებისგანმოითხოვდნენპატრას მასიჰის, ქრისტიანი მოზარდის, გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების გადაწვით ემუქრებოდნენ.

სხვადასხვა ცნობით, რადიკალებს ბენზინი ჰქონდათ საკუთარი მუქარის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად, თუმცა, ისინი მალევე დაიშალნენ, მას შემდეგ,  რაც პოლიციამ მასიჰი დააკავა.

„ქრისტიანები დაშინებული არიან, რადგანაც ექსტრემისტები მათ თავდასხმით ემუქრებიან, თუმცა, სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება და პოლიციაც იცავს ქალაქს“, – განაცხადა ქრისტიანთა უფლებათა დამცველმა, სარდარ მუთაქ გილმა.

ბრიტანულ-პაკისტანურ ქრისტიანულმა ასოციაციამ განაცხადა, რომ 17 წლის მასიჰი ლინჩის წესით უნდა გაესამართლებინათ მას შემდეგ რაც მისიფეისბუკის გვერდზე  ღვთისმგმობელი სურათები ნახეს, რომლებიც ატვირთული გახლდათ მისივე დაკარგული მობილური ტელეფონიდან, თუმცა არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ იყო წარმოდგენილი ამისათვის.

წყარო

ჩატვირთვა...