პაკისტანში მუსლიმანები ქრისტიანი ქალის უდანაშაულოდ ცნობას აპროტესტებენ

0 461

უკვე ორე დღეა, ისლამაბადი და პაკისტანის სხვა დიდი ქალაქები ისლამისტი დემონსტრანტების პროტესტმა მოიცვა. ქალაქები ალმოდებული საბურავების ცეცხლშია გახვეული. მათ დაბლოკილი აქვთ მთავარი გზები პაკისტანის დიდ ქალაქებში, რითაც მეორე დღეა აპროტესტებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მკრეხელობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის, ასია ბიბის გამართლების შესახებ.

ქალმა რვა წელი დაჰყო ციხეში. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბიბი გაათავისუფლეს. ის ამჟამად გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ის მალე გაემგზავრება პაკისტანიდან. მას თავშესაფარს სთავაზობენ საფრანგეთი და ესპანეთი.

პაკისტანში კი უმცირესობაში მყოფი ქრისტიანების დასაცავად უშიშროების ძალები განთავსდნენ ეკლესიებთან. მიღებულია ზომები ასევე პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ასია ბიბის − პაკისტანელ ქრისტიან ქალს, 5 შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელის შეურაცხყოფის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიდანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ამ სიტყვების გამო ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

p.s. გთხოვთ ილოცოთ ასია ბიბისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, ქრისტიანი და-ძმებისთვის პაკისტანში და მშვიდობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილება

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილება

Gepostet von პირველი არხი am Donnerstag, 1. November 2018

ჩატვირთვა...