პაკისტანში მომხდარი ტერაქტების შედეგად დააკავეს ორი ეკლესიის წარმომადგენელი 200 ქრისტიანი

5512bca8-e170-fdfa-e170-fdf55830a228.photo.0ლახორი. პაკისტანში, 15 მარტს, ქრისტიანულ ტაძრებში თალიბების მიერ განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად, ბრბომ ლინჩის წესით გაასამართლა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი. პოლიციამ ჩაატარა რეიდი ქრისტიანულ კვარტალში და დააპატიმრა 200 მცხოვრები. რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები ითხოვენ უდანაშაულოთა დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, წერს Asia News.

პოლიცია არ ამხელს დაკავებულთა ადგილსამყოფელს. მათ ოჯახებს არ ეძლევათ ახლობლებთან დაკავშირების საშუალება.

სიტუაცია აღნიშნულ რაიონში კვლავ დაძაბულია. ახალ თავდასხმათა შიშის გამო ხალხი ტოვებს რეგიონს.

15 მარტს ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა 2 ქრისტიანული ტაძრის შესასვლელში იუხანაბადის რაიონში, ლახორში, როცა მორწმუნეები მესაზე დასასწრებად მიდიოდნენ. 19 ადამიანი დაიღუპა. სამოცდაათზე მეტი დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო დაჯგუფებამ „თეხრიკე-ე-თალიბან პაკისტან ჯამაათ ულ-არხარმა“.

ჩატვირთვა...