პაკისტანში აღდგომა უქმე დღედ გამოცხადდა ქრისტიანთათვის

პაკისტანის ეროვნულმა საკრებულომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულის, როგორც უქმე დღის, აღნიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ქრისტიანების მსგავსად, ინდუისტებსაც მიეცათ უქმე დღეების მიღების საშუალება მათთვის ყველაზე მთავარი დღესასწაულებისას (ჰოლი და დივალი). რეზოლუცია მოამზადა ვანქვანი რამეშემ კუმარმა, რომელიც გახლავთ ინდუისტური რწმენის ასამბლეის წევრი.

იმ დროს, როდესაც რელიგიურ უმცირესობათა რამდენიმე უფლებადამცველმა მოიწონა აღნიშნული ინიციატივა, სხვა რამდენიმე უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საკმარისი არ არის სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციათა რამდენიმე დღესასწაულის აღიარება. ყველა რელიგიის წარმომადგენლისათვის გარანტირებული უნდა იყოს თანაბარი უფლებები და უნდა გატარდეს კონკრეტული ზომები უმცირესობათა დაცვის მიზნით.

სამართლიანობისა და მშვიდობის მომხრე ნაციონალური კომისიის აქტივისტმა და კოორდინატორმა − კაშიმ ასლემმა განაცხადა: „ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უმცირესობათა პაკისტანის მოქალაქეებად აღიარების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ მთავრობის ამ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორობის გარანტირებისკენ“.

ბოლოს, კათოლიკე მღვდელი, აფტაბ ჯეიმს პოლი მიიჩნევს, რომ მთავრობამ „ყურადღება უნდა გაამახვილოს უფლებების დაცვაზე. ჩვენ უკვე აღვნიშნავთ შობასა და აღდგომას ჩვენს ეკლესიებში. წელს აღდგომა ემთხვევა პაკისტანის ეროვნულ დღესასწაულს. ამის ნაცვლად, მთავრობა უნდა გვაძლევდეს განათლების უფლებას, რელიგიის პრაქტიკულად გამოყენების თავისუფლებას და გამოყოფდეს კვოტებს მთავრობაში მყოფ უმცირესობათათვის. ბოლოს, მათ უნდა ამოიღონ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ცრურწმენანი უმცირესობათა წინააღმდეგ“.

წყარო: https://cnl.news/360109

ჩატვირთვა...