პაკისტანი: ქრისტიანი მოზარდი, რომელსაც მუსლიმებმა ცეცხლი წაუკიდეს, გარდაიცვალა

nuaman14 წლის ნაუმან მასიხი, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს იმის გამო, რომ საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდა, დღეს დილით ქალაქ ლახორის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, პარასკევს, ქუჩაში მყოფ მოზარდს მიაუხლოვდა ორი უცნობი და დაინტერესდა მისი აღმსარებლობით. ნაუმანმა როდესაც უპასუხა, რომ ის ქრისტიანი იყო, მათ ცემა დაუწყეს, შემდეგ ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. სხეულის კანის საფარის 55%-იანი დამწვრობით მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ექიმებმა მისთვის სისცოცხლის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მთელ რიგ მოწმეთა აზრით, მასიხის მხეცური მკვლელობა გახლდათ შურისძიება იმ ორი მუსლიმის მკვლელობისათვის, რომლებსაც ხალხი გაუსწორდა ლახორის გარეუბან იოხანაბადში 15 მარტს, ორ ქრისტიანულ ტაძართან მომხდარი ტერაქტის გამო.

„ქრისტიანებმა დაგმეს ეს მხეცური საქციელი და მძიმე დანაშაული უწოდეს მას, – ამბობს იოხანაბადში მომხდარი ლინჩის წესით გასამართლების შესახებ კათოლიკე მღვდელი ჯეიმს ჩანანი ლახორიდან, – უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანებს ადრეც წვავდნენ ცოცხლად. უკანასკნელი ტრაგედია იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ფართო გავრცელება ჰპოვა სიძულვილმა. ჩვენ უნდა უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ სხვადასხვა რელიგიის მორწმუნეთა შორის დიალოგს“.

„დღეს პაკისტანელი ქრისტიანები ყველაზე ცუდ პერიოდს გადიან საკუთარ ისტორიაში, − დასძინა ჩანანმა, – ჩვენ გავხდით ნამდვილ დევნათა მოწმენი და ჩვენ გვინდა ხელისუფლებას დავუსვათ კითხვა: სად არის მართლმსაჯულება? სად არიან ის დამნაშავენი, რომელთაც ძალადობის ამდენი აქტი ჩაიდინეს ქრისტიანთა მიმართ?“

 

ჩატვირთვა...