პაკისტანის პარლამენტის კანონპროექტი რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით

გასულ კვირას პაკისტანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი რელიგიურ უმცირესობათა, მათ შორის, ქრისტიანთა დაცვის შესახებ. კანონპროექტი მიზნად ისახავს რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დაცვას, რომ არ მოხდეს მათი ძალით მოქცევა ისლამზე, ლინჩის წესით გასამართლება და ქალების იძულებით გათხოვება მუსლიმ მამაკაცებზე.

პრემიერის ცნობით, პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო იმისათვის, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ძალა მიეცეს და დაკანონდეს.

ცვლილებების მიზანია პატიმრობის ვადის გაზრდა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გამოჩენილი ძალადობისთვის, ლინჩის წესით კანონგარეშე გამოცხადება, ისლამზე ძალადობის მეშვეობით ადამიანთა მოქცევის და მცირეწლოვანი გოგონების და ქალების ძალით გათხოვების აღკვეთა.

ბრიტანულ-პაკისტანური ქრისტიანული ქრისტიანული ასოციაციის თავმჯდომარემ, უილსონ ჩოუდრის თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, შესაძლოა, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყოს.

ჩოულდრიმ მიუთითა, რომ პრობლემის არსი ახალი კანონების დანერგვაა, რადგანაც პოლიცია პასიურია გავრცელებული მექრთამეობისა და „რიტუალურად უწმიდური“ ქრისტიანების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...