პაკისტანელმა მამაკაცმა ცოცხლად დაწვა 24 წლის გოგონა, ისლამის მიღებასა და ცოლობაზე უარის თქმის გამო

0 303

24 წლის ასმა იაქუბი მუსლიმანმა მამაკაცმა ცოცხლად დაწვა იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ცოლად გაყოლასა და ისლამის მიღებაზე.

ასმა იაქუბი პაკისტანელი ქრისტიანი გოგონა გახლდათ, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. სწორედ დამსაქმებლის სახლთან დაესხა თავს 17 აპრილს მუჰამედ რიზვან გუჯური, რომელიც ასმას ქრისტიანული რწმენის მიტოვებას და ცოლად გაყოლას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

თვითმხილველთა თქმით, მოძალადემ გოგონას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, როდესაც ასმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. მიუხედავად ექიმების  მცდელობისა, მისი სიცოცხლის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და 22 აპრილს ის გარდაიცვალა.

ამჟამად თავდამსხმელი დაკავებულია. ის ამბობს, რომ მას არ სურდა გოგონას მოკვლა, არამედ მხოლოდ შეშინება. თუმცა, როგორც ორგანიზაცია “World Watch Monitor” აცხადებს, BBC URDU-სა და ადგილობრივ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თქმით, აგრეთვე პოლიციის აზრით, ეს არ იყო მიზანმიმართული თავდასხმა ქალზე და რომ მუჰამედი ფსიქიკურად არამდგრადია მას შემდეგ, რაც დედამისმა 10 წლის წინ თავი მოიკლა. “World Watch Monitor”- ში ფიქრობენ, რომ საგამოძიებო სამსახური მას შანსს უტოვებს, მშრალად გამოვიდეს საქმიდან და ეს ინციდენტი უბრალოდ უბედურ შემთხვევად შერაცხონ.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ქრისტიანთა დევნის საკმაოდ მძიმე ფაქტები.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...